NOISE-ის კიდევ ერთი განსაკუთრებული საღამო:
26 ივნისს - პირველად საქართველოში - ანდერვილის ტერასაზე, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მუსიკალური კოლექტივის, „Keinemusik”-ის წევრი - Reznik დაუკრავს. მსმენელის წინაშე ასევე წარდგებიან, ლოკალური სცენისთვის უკვე კარგად ნაცნობი არტისტები: Jino Dollini და Stimmhalt.
რეზნიკი (Reznik) 2009 წელს დაარსებული ბერლინური კოლექტივისა და ლეიბლის, Keinemusik-ის, ერთ-ერთი წამყვანი წევრია. იგი ცნობილია ჰაუს-მუსიკისადმი (House music) თავისი ღრმა, გრუვზე ორიენტირებული და ემოციური მიდგომით. თავდაპირველად ის დიჯეინგსა და ლეიბლის მენეჯმენტზე იყო ფოკუსირებული, თუმცა აღიარება Good Guy Mikesh-თან ერთად შექმნილი ერთობლივი ნამუშევრებით მოიპოვა, რომლებიც Keinemusik-სა და Permanent Vacation-ზე გამოიცა.
ღონისძიებაზე, თითოეული სტუმრისთვის მაქსიმალური კომფორტის შექმნის მიზნით და ასევე, საუკეთესო გამოცდილების მისაღებად, შემოსვლისას მკაცრად გაკონტროლდება ასაკი (18+), ამიტომ გთხოვთ თან იქონიეთ პირადობის დამადასტურებელი, ნებისმიერი აქტიური დოკუმენტი (ID ბარათი, პასპორტი ან მართვის მოწმობა). ან გადაამოწმეთ საკუთარი პირადი მონაცემები, ცესკოს ოფიციალურ ვებ გვერდზე - https://voters.cec.gov.ge
კარზე ასევე იმოქმედებს ფეის კონტროლი. ბილეთის ქონის მიუხედავად კი ორგანიზატორი უფლებასიტოვებს, არ შემოუშვას სტუმარი(ები), მისი ფიზიკური კონდიციისა თუ ღონისძიებაზე ადეკვატურად დასწრებისთვის საჭირო, სხვა კრიტერიუმების გათვალისწინებით, რასაც ფეის კონტროლი თავად გადაწყვეტს ადგილზე.
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ღონისძიების ტერიტორიაზე შემოსული სტუმრები, ლოკაციის დატოვების შემთხვევაში, უკან არ დაიშვებიან.
ასაკობრივი შეზღუდვა 18+
ლოკაცია: ანდერვილის ტერასა
აღნიშნულ ღონისძიებაზე ბილეთები არ ბრუნდება