ჩვენ ვატარებთ საქართველოში ყველაზე მასშტაბურ და შთამბეჭდავ ავტო-შეკრებას, რომელიც აერთიანებს ავტომობილების მოყვარულებს, პროფესიონალ მძღოლებსა და მოტოსპორტის ენთუზიასტებს. ღონისძიება მიზნად ისახავს ავტომობილის კულტურის პოპულარიზაციას და მისი მრავალფეროვანი მხარეების წარმოჩენას. სტუმრებს ელით საოცარი ავტოპარკი – კლასიკური მოდელებიდან უახლეს სუპერქარებამდე, უნიკალური პროექტები, დრიფტი და ჯიმხანას შეჯიბრებები, საბურავების კვამლი და ადრენალინით სავსე ატმოსფერო. ფესტივალზე გაიმართება ავტომობილების გამოფენა, სადაც თითოეულ სტუმარს შეეძლება დაათვალიეროს, გადაიღოს ფოტოები და გაიცნოს მანქანების მფლობელები. მონაწილეები იბრძოლებენ სხვადასხვა ნომინაციაში, მათ შორის ყველაზე ლამაზი ავტომობილი, საუკეთესო დრიფტი და ყველაზე ორიგინალური ტიუნინგი. ღონისძიებას ახლავს მუსიკა, ლაივ-შოუები, მერჩის ზონა და სასიამოვნო საკვები. ჩვენი მიზანია შევქმნათ ერთიანი სივრცე, სადაც ადამიანები ავტომობილების სიყვარულით ერთიანდებიან, ინაწილებენ გამოცდილებას და იღებენ დაუვიწყარ ემოციებს. ეს არის ადგილი, სადაც ხმაურიანი ძრავები, სიჩქარე და მეგობრული გარემო ერთდროულად ქმნის უნიკალურ დღესასწაულს.
ღონისძიება ღიაა ნებისმიერი ასაკის ადამიანისთვის – ყველა სტუმარი, პატარა თუ დიდი, შეძლებს იპოვოს საინტერესო აქტივობა და მიიღოს დაუვიწყარი გამოცდილება.
ბილეთის შეძენა სჭირდებათ მხოლოდ მანქანის მფლობელებს.
მაყურებელთათვის დასწრება უფასოა!