RevFestival თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO | Yolo
RevFestival

RevFestival

RevFestival
3 Veli street, Tbilisi
ბილეთის ფასი
დან20
ინგლისური, რუსული, ქართული

განრიგი

28.03.2026
შაბათი
12:00
20

აღწერა

ჩვენ ვართ გუნდი “Revfestival” რომელიც აწარმოებს საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე მაშტაბურ საავტომობილო ღონისძიებას. ფესტივალი აერთიანებს ავტომობილების მოყვარულებს, პროფესიონალ მძღოლებსა და მოტოსპორტის ენთუზიასტებს.

ღონისძიება მიზნად ისახავს ავტომობილის კულტურის პოპულარიზაციას და მისი მრავალფეროვანი მხარეების წარმოჩენას. სტუმრებს ელით საოცარი ავტოპარკი - კლასიკური მოდელებიდან უახლეს სუპერქარებამდე, უნიკალური პროექტები, დრიფტისა და ჯიმხანის დაუვიწყარი სანახაობა, საბურავების კვამლი, მუსიკა, საკვები ობიექტები და ადრენალინით სავსე ატმოსფერო.


გამოფენაზე თითოეულ სტუმარს შეეძლება დაათვალიეროს, გადაიღოს ფოტოები და გაიცნოს მანქანების მფლობელები. მონაწილეები კი იბრძოლებენ სხვადასხვა ნომინაციაში, მათ შორის საუკეთესო ავტომობილი თავის კატეგორიაში, საუკეთესო დრიფტი, საუკეთესო ხმა და სხვა. ჩვენი მიზანია შევქმნათ ერთიანი სივრცე, სადაც ადამიანები ავტომობილების სიყვარულით ერთიანდებიან, ინაწილებენ გამოცდილებას და იღებენ დაუვიწყარ ემოციებს.

 

ჩვენი ღონისძიება ღიაა ნებისმიერი ასაკის ადამიანისთვის — ყველა სტუმარი, პატარა თუ დიდი, შეძლებს იპოვოს საინტერესო აქტივობა და მიიღოს დაუვიწყარი გამოცდილება.

 

ბილეთის ღირებულება:

ონლაინ - 20 ლარი;

ადგილზე - 25 ლარი.

 

ბილეთის შეძენა სჭირდებათ მხოლოდ მანქანის მფლობელებს.

მაყურებელთათვის დასწრება უფასოა!

 

Facebook: https://www.facebook.com/share/1AsJJ7feat/?mibextid=wwXIfr

Instagram: https://www.instagram.com/revfestivalofficial?igsh=dDN1aXB4ODZhb3U2&utm_source=qr

Tiktok: https://www.tiktok.com/@revfestival?_r=1&_t=ZS-94ogbFxMCAP

ფოტო და ვიდეო

RevFestival

ადგილი

Lilo Arena
ლილო არენა არის ადგილი, სადაც კარები ყველა მძღოლისთვის ყოველთვის ღიაა
ამ ადგილის ყველა ღონისძიება