რეტროსპექტივა «თანამედროვე ქართული კინო» თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO

რეტროსპექტივა «თანამედროვე ქართული კინო»

რეტროსპექტივის მიმდინარეობისას ნაჩვენები იქნება ფილმები:   „მამა“ (1984) - რეჟ.: ლევან ზაქარეიშვილი „თბილისი-თბილისი“ (2005) - რეჟ.: ლევან ზაქარეიშვილი „სამი სახლი“ (2008) - რეჟ.: ზაზა ურუშაძე „გაღმა ნაპირი“ (2009) - რეჟ.: გიორგი ოვაშვილი „ჯაყოს ხიზნები“ (2009) - რეჟ.: დათო ჯანელიძე „რენე მიდის ჰოლივუდში“ (2010) - რეჟ.: ალეკო ცაბაძე „ქუჩის დღეები“ (2010) - რეჟ.: ლევან კოღუაშვილი „შანტრაპა“ (2010) - რეჟ.: ოთარ იოსელიანი „მანდარინები“ (2013) - რეჟ.: ზაზა ურუშაძე „შემთხვევითი პაემნები“ (2013) - რეჟ.: ლევან კოღუაშვილი „ძმა“ (2013) - რეჟ.: - თეა მღვდელაძე „ლუკა“ (2014) - რეჟ.: გია ბარაბაძე „პატარძლები“ (2014) - რეჟ.: თინათინ ყაჯრიშვილი „მე ვარ ბესო“ (2014) - რეჟ.: ლაშა ცქვიტინიძე „სიმინდის კუნძული“ (2014) - რეჟ.: გიორგი ოვაშვილი „მოირა“ (2015) - რეჟ.: ლევან თუთბერიძე „ბედნიერების ქალღმერთი“ (2015) - რეჟ.: დიტო ცინცაძე „სოლომონი“ (2015) - რეჟ.: ზაზა ხალვაში „სხვისი სახლი“ (2016) - რეჟ.: რუსუდან გლურჯიძე „დედე“ (2017) - რეჟ.: მარიამ ხაჭვანი „ნამე“ (2017) - რეჟ.: ზაზა ხალვაში „სავარძელი“ (2017) - რეჟ.: ელდარ შენგელაია „ხიბულა“ (2017) - რეჟ.: გიორგი ოვაშვილი „ჰორიზონტი“ (2018) - რეჟ.: თინათინ ყაჯრიშვილი „ბოროტმოქმედი“ (2018) - რეჟ.: დიმიტრი მამულია „სიცოცხლიდან სიცოცხლემდე“ (2019) - რეჟ.: ბექა სიხარულიძე „შინდისი“ (2019) - რეჟ.: დიტო ცინცაძე „უარყოფითი რიცხვები“ (2019) - რეჟ.: უტა ბერია „დასაწყისი“ (2020) - რეჟ.: დეა კულუმბეგაშვილი „ურსუსი“ - (2020) - რეჟ.: ოთარ შამათავა „მეოთხე ბრაიტონი“ (2021) - რეჟ.: ლევან კოღუაშვილი „გვიანი შემოდგომა“ (2021) - რეჟ.: გია ბარაბაძე „მშვენიერი ელენე“ (2022) - რეჟ.: გიორგი ოვაშვილი „სამურაი დასვენების ჟამს“ (2022) - რეჟ.: ლევან თუთბერიძე „ზამთრის დეპრესია“ (2022) - რეჟ.: თაზო ნარიმანიძე „მოქალაქე წმინდანი“ (2023) - რეჟ.: თინათინ ყაჯრიშვილი
რეტროსპექტივა «თანამედროვე ქართული კინო»
2, Brothers Kakabadze St, Tbilisi
advertising

აღწერა

ეროვნული კინოცენტრის ინიციატივითა და ორგანიზებით, 8 ნოემბრიდან 24 დეკემბრის ჩათვლით, საქართველოს კინოაკადემიის ლურჯი კინოდარბაზი მასპინძლობს რეტროსპექტივას - „თანამედროვე ქართული კინო“. 

რეტროსპექტივის მიზანია თანამედროვე ქართული კინოს პოპულარიზაცია. სწორედ ამიტომ ფილმების ჩვენებაზე დასწრება უფასოა.
 
პროგრამაში წარმოდგენილია 2005-2023 წლებში შექმნილი 36 ქართული ფილმი. კინოჩვენებების გარდა, შაბათ-კვირის სეანსებზე გაიმართება დისკუსიები ფილმების შემოქმედებითი ჯგუფების წევრთა მონაწილეობით.

ადგილი

საქართველოს კინოაკადემია
საქართველოს კინოაკადემია
2, Brothers Kakabadze St, Tbilisi
„საქართველოს კინოაკადემია“ (ყოფილი ააიპ „საქართველოს კინემატოგრაფისტთა შემოქმედებითი კავშირი“) მრავალი წლის განმავლობაში ახორციელებდა აქტიურ საქმიანობას კინემატოგრაფის განვითარებისა და ხელშეწყობის მიმართულებით, ასევე თანამშრომლობდა სახელმწიფო სტრუქტურებთნ და საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობდა დარგობრივი პოლიტიკის ჩამოყალიბებაში. საქართველოს კინემატოგრაფისტთა შემოქმედებითი კავშირი , რომელიც 2015 წელს გადაკეთდა საქართველოს კინოაკადემიად, ნაცვლად ლიკვიდაციისა, შენარჩუნდა ძველ პლატფორმაზე დაყრდნობით–არაკომერციული იურიდიული პირის სტატუსით, საკუთარი ქონებით და საწესდებო ამოცანებით, რაც საშუალებას იძლევა, აკადემიამ განახორციელოს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მოქმედი ანალოგიური ინსტიტუციების აპრობირებული პრაქტიკის შესაბამისი საქმიანობა. დღეის მდგომარეობით საქართველოში არ არსებობს ამგვარი ფუნქციების მატარებელი მოქმედი ინსტიტუტი, გარდა საქართველოს კინოაკადემიისა, რომელიც აერთიანებს ქართველ კინემატოგრაფისტთა რამდენიმე თაობის კომპეტენტურ წარმომადგენლებს, გააჩნია სათანადო ინტელექტუაური რესურსი, მატერიალური ბაზა უძრავი ქონების სახით (მცირე და დიდი კინოდარბაზი) და აქედან გამომდინარე, წარმოადგენს შესაბამის პლატფორმას ეროვნული კინოაკადემიის გამართული ფუნქციონირებისთვის. საქართველოს კინოაკადემიის მფლობელობაში არსებული მცირე კინოდარბაზი იყო და არის დამოუკიდებელი, არაკომერციული, საავტორო ფილმების ჩვენებაზე ორიენტირებული სივრცე და კონცეფციიდან გამომდინარე, ის ერთადერთია საქართველოში არსებულ კინოდარბაზებს შორის, რომელიც ორიენტირებულია მხოლოდ დამოუკიდებელი, საავტორო კინოს პოპულარიზაციაზე. საქართველოს კინოაკადემიის მიზანია, რომ კინოს სახლის მეშვეობით მაყურებელს, რომელიც დღეს მეტწილად კომერციულ კინოზეა ორიენტირებული, გაუზარდოს ინტერესი საავტორო და ქართული კინოს მიმართ. ქართველი რეჟისორების მიერ ბოლო წლების მანძილზე შექმნილი მხატვრული და დოკუმენტური კინოს წარმატება მსოფლიო და ქართულ კინობაზარზე, მეტყველებს იმაზე, რომ ქართულ კინოს დიდი პოტენციალი და შესაძლებლობები აქვს, შესაბამისად, წლიდან წლამდე იზრდება მაყურებლის ინტერესი და რაოდენობა.
ამ ადგილის ყველა ღონისძიება