შეუპოვრობა: როცა კრიზისი ძალად იქცევა თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO | Yolo
ღონისძიება უკვე ჩატარდა
შეუპოვრობა: როცა კრიზისი ძალად იქცევა

შეუპოვრობა: როცა კრიზისი ძალად იქცევა

შეუპოვრობა: როცა კრიზისი ძალად იქცევა
ცენტრალური სადგური, სადგურის მოედანი
ბილეთის ფასი
დან100
ქართული

აღწერა

არის მომენტები, როცა ყველაფერი, რასაც წლების განმავლობაში აშენებდი, შეიძლება ერთ დღეში დაინგრეს. სწორედ მაშინ გეწყება ის ეტაპი, როცა შეგიძლია კრიზისი ძალად აქციო - გატეხვის და შეჩერების, ან თავიდან დაბადების ძალად. მერაბ შარიქაძემ სწორედ ასეთი გზა გაიარა. საქართველოს რაგბის ნაკრების კაპიტნის წარმატებულ სპორტულ კარიერას ერთ დღეში დაესვა წერტილი.

ამის შემდეგ დაიწყო ყველაზე მძიმე ბრძოლა - არა მეტოქესთან, არამედ საკუთარ თავთან. გაჩნდა კითხვა: „რა იქნება შემდეგ?” ბევრისთვის დისკვალიფიკაცია დასასრულია, მაგრამ მერაბისთვის ახალი ეტაპის დასაწყისი აღმოჩნდა.

მერაბმა სპორტული კარიერა სრულიად ახალ ასპარეზზე დაიწყო. რაგბიდან MMA-ში გადაინაცვლა - ისევ სპორტში, მაგრამ სრულიად განსხვავებული თამაშის წესებით, სხვა ფსიქოლოგიითა და განსხვავებული გამოწვევებით. პირველივე ორთაბრძოლა RKENA-ში მან დამაჯერებელი გამარჯვებით დაასრულა.

ეს შეხვედრა არ არის მხოლოდ სპორტზე და სპორტის მოყვარულებისთვის. ეს არის ისტორია კრიზისზე, რომელიც შეიძლება ზოგჯერ დამანგრეველი ჩანდეს, მაგრამ სწორად მიმართვის შემთხვევაში შენი ყველაზე ძლიერი იარაღი ხდება. ეს არის დაცემასა და წამოდგომაზე, მეორე შანსზე და იმ შეუპოვრობაზე, რომელიც გიბიძგებს, არ დანებდე.

ეს ისტორია ყველასთვისაა, ვისაც ერთხელ მაინც ეგონა, ან დღეს ჰგონია, რომ ყველაფერი დასრულდა.

თუ გინდა რეალურად გაიგო, როგორ შეგიძლია აქციო კრიზისი ძალად, ეს შეხვედრა არ უნდა გამოტოვო! მოდი re:invent-ში, მოუსმინე მერაბის სამოტივაციო ისტორიას და დაუსვი კითხვები ადამიანს, რომელმაც საკუთარ თავზე გაიმარჯვა.

ადგილების რაოდენობა შეზღუდულია.

შეიძინე ბილეთი ახლავე და გაიგე, რას ნიშნავს შეუპოვრობა პრაქტიკაში!

შეხვედრას მოდერაციას მანიკა ასათიანი გაუწევს.

ფოტო და ვიდეო

შეუპოვრობა: როცა კრიზისი ძალად იქცევა

ადგილი