ეს ფილმია ორი მეგობრის — ფილიპესა და ერიკის შესახებ, რომლებიც ოცნებობენ გახდნენ მწერლები და ერთდროულად აგზავნიან თავიანთ ხელნაწერებს გამომცემლობაში. ისინი გადიან გზას წარმატებისა და ცნობადობისკენ, ხვდებიან სიყვარულს, გულის ტკივილს, მეგობრობის კრიზისებსა და დეპრესიას.
„რეპრიზა“ — ნორვეგიელი რეჟისორის იოაკიმ ტრიერის დებიუტი („სამყაროს ყველაზე ცუდი ადამიანი“, „ოსლო, 31 აგვისტო“) — ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ევროპელი რეჟისორის ნამუშევარია. ნახვის შემდეგ ვისაუბრებთ, როგორ იწყებს ტრიერი უკვე პირველ ფილმში საკუთარი კინოსამყაროს შექმნას, როგორ ჩანს მისი სიყვარული ოსლოს მიმართ და რა აქვს საერთო მის დებიუტს ფრანგული ახალი ტალღის ფილმებთან.
იოაკიმ ტრიერის „რეპრიზით“ ვიწყებთ ჩვენებების სერიას, სადაც გავაანალიზებთ ცნობილი რეჟისორების პირველ ფილმებს და ვნახავთ, როგორ ყალიბდებოდა მათი კინენა.
შეხვედრას წაიყვანს ნიკიტა კულიკოვი — ჟურნალისტი, რეჟისორი, მაგისტრი სახვითი ხელოვნების პროგრამაში „კინო და ტელევიზია“.
