განტვირთვის დღე კიკეთის ფერმაში თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO | Yolo
ღონისძიება უკვე ჩატარდა
განტვირთვის დღე კიკეთის ფერმაში

განტვირთვის დღე კიკეთის ფერმაში

განტვირთვის დღე კიკეთის ფერმაში
28, 9 Dzma Kherkheulidze Str., Kiketi
ბილეთის ფასი
დან200
advertising
ქართული

აღწერა

განტვირთვის დღე კიკეთის ფერმაში ლიკა ევგენიძესთან და თეკუნა გელაშვილთან ერთად

19 ოქტომბერი, 12:00

გიწვევთ განტვირთვის დღეზე კიკეთის ფერმაში


პროგრამა:

12:00 შეხვედრა მარნის ტერასაზე

12:30 ნეიროგრაფიკა თეკუნა გელაშვილთან ერთად - "შიშების და შინაგანი დაბრკოლებების გაშვება"

16:00 ლანჩი სლინკ ფერმაში

17:00 ბგერითი თერაპია ლიკა ევგენიძესთან ერთად


ლოკაცია: 9 ძმა ხერხეულიძის ქ. 28. კიკეთი, საქართველო


***

ბგერითი თერაპიის სესია მოიცავს:

გიდირებულ მედიტაციასა და ბგერით თერაპიას, რომელიც შექმნილია ენერგეტიკული ცენტრების (ჩაკრების) დაბალანსებისა და გააქტიურებისთვის — სხეულისა და სულის ჰარმონიის დასაბრუნებლად და სასიცოცხლო ძალის აღსადგენად.

ბგერითი თერაპია ალტერნატიული სამკურნალო მეთოდია, რომელიც იყენებს ბგერას, ვიბრაციასა და რეზონანსს სხეულისა და გონების დასაბალანსებლად. ბგერის გავლენით იქმნება რეზონანსი, რომელიც აწყობს ორგანიზმის უჯრედულ სტრუქტურას, ხელს უწყობს ენერგეტიკული ცენტრების სწორ ფუნქციონირებას, ნერვული სისტემის დამშვიდებასა და ჰარმონიზაციას.


ბგერითი თერაპიის დადებითი გავლენა:

- ღრმა რელაქსაცია და სტრესის შემცირება

- ემოციური მდგომარეობის სტაბილიზაცია

- ძილის გაუმჯობესება

- ენერგეტიკული ნაკადების გათავისუფლება და დაბალანსება

- ფიზიკური და მენტალური გაჯანსაღება


***

ნეიროგრაფიკა - "შიშების და შინაგანი დაბრკოლებების გაშვება"

ახალი ნეირონული კავშირების ფორმირების გზით არაცნობიერთან მუშაობის ყველაზე სწრაფი და ეფექტური მეთოდია. ეს არის პოზიტიური ცვლილებების პრაქტიკა, მისი მეშვეობით შესაძლებელია იოლად მიაღწიოთ მიზნებს და აისრულოთ სურვილები.

ფოტო და ვიდეო

განტვირთვის დღე კიკეთის ფერმაში

ადგილი

კიკეთის ფერმა
მრავალფუნქციური კულტურულ-საგანმანათლებლო და რეკრეაციული სივრცე
ამ ადგილის ყველა ღონისძიება