აზროვნების აკადემიაში გაიმართება სალონური საუბრები თემაზე: „წყვილებს შორის ურთიერთობები", რომელსაც ლიცენზირებული გეშტალტ ფსიქოთერაპევტი, საქართველოს ჯგუფური ფსიქოთერაპიის ასოციაციის აქტიური წევრი, თამარ ფაცაცია წარუძღვება.
➡️ ლექცია შეეხება პარტნიორულ ურთიერთობებში განმეორებადი კონფლიქტების, ემოციური დისტანცირებისა და დაძაბულობის ფსიქოლოგიურ მექანიზმებს. განხილული იქნება, რატომ ვბრუნდებით ერთსა და იმავე საუბარსა და სცენარში და რა როლი აქვს დაუკმაყოფილებელ ემოციურ საჭიროებებს ურთიერთობის კრიზისის გაღრმავებაში.
ლექციის ფარგლებში მსმენელები გაეცნობიან, როგორ გადადის ურთიერთობა სიახლოვიდან დაძაბულობამდე, რატომ ქრება მიზიდულობა მაშინ, როცა მიჯაჭვულობა რჩება, და როგორ ტკენენ ადამიანები ერთმანეთს მაშინაც კი, როცა ურთიერთობის შენარჩუნება სურთ. შეხვედრა დაეხმარება მონაწილეებს საკუთარი ურთიერთობის დინამიკის გაცნობიერებაში, ემოციური კომუნიკაციის გაუმჯობესებასა და უფრო ჯანსაღი ურთიერთობების ჩამოყალიბებაში.
🍰 შეხვედრაზე დაგხვდებათ ფურშეტი და სასიამოვნო გარემო
შეხვედრის ხანგრძლივობა – 2-3 საათი
