რეგისტრაცია საქმეზე „R99“ გახსნილია!
შესავალი: მოკლულია ექიმი, მოტივი უცნობია, გამოძიება ჩიხშია. დროა თეორიიდან პრაქტიკაზე გადავიდეთ. შავი საქაღალდეები უკვე ელოდება „Alibi“-ს დეტექტივებს.
ეს არ არის კლასიკური ბარის ქუიზი ცოდნაზე. გელოდებათ 2.5 საათიანი გამოძიება — ექიმების საიდუმლოებებით, დამალული აუდიო-მტკიცებულებებით და დაშიფრული მიმოწერებით.
შეძლებთ ფაქტების გამიჯვნას ოსტატურად შექმნილი ტყუილებისგან და მკვლელის აღმოჩენას იმ ადამიანებს შორის, ვინც სიცოცხლის გადარჩენას ფიცით დაჰპირდა?