რაგბი | საქართველო - ირლანდია თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO
რაგბი | საქართველო - ირლანდია

რაგბი | საქართველო - ირლანდია

რაგბი | საქართველო - ირლანდია
74 Ilia Chavchavadze Avenue, Tbilisi
ბილეთის ფასი
დან 15
advertising
ინგლისური, რუსული, ქართული

აღწერა

 2025 წლის ზაფხულის ტესტ მატჩებს ვიწყებთ!

პირველად ქართული რაგბის ისტორიაში, ტოპ 3-ში შემავალი ირლანდიის ნაკრები საქართველოში გვესტუმრება.

არ გამოტოვო რაგბის ათწლეულების დაპირისპირება. უგულშემატკივრე საქართველოს!

2025 წლის ზაფხულის ტესტ მატჩების პირველ თამაშში ბორჯღალოსნები სამყურებს დაუპირისპირდებიან.

5 ივლისს 21:00 საათზე საქართველოს ეროვნული ნაკრები ირლანდიას მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ეთამაშებიან.

თამაშის დაწყებამდე, მ.მესხის გარე ტერიტორიაზე, ვაკის პარკის მიმდებარედ, ტრადიციულად მოეწყობა ფანზონა, სადაც გულშემატკივარს დახვდება გასართობი აქტივობები, გემრიელი საჭმელი/სასმელი და შეეძლება შეიძინოს რაგბის ნაკრების ოფიციალური ატრიბუტიკა.

მიიღე 50%-იანი ფასდაკლება თიბისის მოსწავლის ბარათით გადახდისას 29 სექტორის ადგილებზე.

6 წლამდე ასაკის ბავშვები დაიშვებიან უბილეთოდ.

 

 

სტადიონის ტერიტორიაზე შესატანი აკრძალული ნივთების ნუსხა:

- ყველანაირი ასაფეთქებლები, დეტონატორები ან ნებისმიერი ნივთი რაც შეიცავს მათ, - ყველანაირი სახის პიროტექნიკა

- ყველანაირი ცივი იარაღი და ბასრი საგანი რაც შეიძლება იქნეს გამოყენებული როგორც ცივი იარაღი

- ადვილად აალებადი ნივთები, დიდი რაოდენობის ქაღალდი

- მუსიკალური და ჩასაბერი ინსტრუმენტები (მათ შორის „ვუვუზელა“) შესაბამისი ნებართვის გარეშე

- ლაზერული სანათები

- ყველანაირი მოსახატი საშუალებები

- საკვები და სასმელი

- შუშის კონტეინერები/ბოთლები, თუნუქის ქილები, თერმოსები.

- ნარკოტიკული ან ტოქსიკური პრეპარატები

- სამედიცინო მედიკამენტების დიდი რაოდენობა

- დიდი რაოდენობით ფხვიერი მასალა

- თხევადი სითხის კონტეინერები რომლის მოცულობაც აღემატება 100მლ.

- გასაშლელი სკამები.

- შინაური ცხოველები, გარდა შეზღუდული შესაძლებლობის პირთა დამხმარე ცხოველებისა.

- პროფესიონალური ვიდეო და ფოტო აპარატი შესაბამისი ნებართვის გარეშე.

- ყველა სახის მყარი საგანი რომელიც აღემატება 75სმ

- სპორტული ინვენტარი (გაბერილი ბურთი, გორგოლაჭებიანი დაფა, გორგოლაჭები)

- მაღალი სიხშირის რადიოელექტრონული მოწყობილობები შესაბამისი ნებართვის გარეშე.

- დროშის ტარი დაშვებულია მხოლოდ პლასტიკური და ძნელად აალებადი რომელთა სიგრძეც არ აღემატება 1მ.

- დიდი ზომის ჩანთები

- ყველანაირი ნაცისტური სიმბოლო ან/და ნივთი რაც მიმართულია ქვეყნის, პიროვნების, ჯგუფის, კანის ფერის, ეროვნული, ეთნიკური ან სოციალური კუთვნილების წარმოშობის ქონებრივი და წოდებრივი წარმომავლობის, სქესის, შეზღუდული შესაძლებლობების ასაკის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულებების, სექსუალური ორიენტაციის ან სხვა მიზეზით დისკრიმინაციისაკენ ან/და შეურაცხყოფისაკენ.

- ყველა სხვა ნივთი რაც აკრძალული ნივთების მსგავსია ან/და თვითნაკეთია.

ფოტო და ვიდეო

რაგბი | საქართველო - ირლანდია

ადგილი

მიხეილ მესხის  სტადიონი
მიხეილ მესხის სახელობის სტადიონი, ასევე ცნობილი როგორც ლოკომოტივის სტადიონი, არის მრავალფუნქციური სტადიონი თბილისში, ატარებს ცნობილი ქართველი საერთაშორისო ფეხბურთელის სახელს. იგი ძირითადად გამოიყენება ფეხბურთის მატჩებისთვის და ზოგჯერ რაგბის კავშირისა და რაგბის ლიგის მატჩებისთვის. სტადიონი გარემონტდა 2001 წელს და იტევს 27223 ადამიანს. ბორის პაიჭაძის სტადიონის შემდეგ ეს სიდიდით მეორე სტადიონია საქართველოში.
ამ ადგილის ყველა ღონისძიება