არის შენი დარბაზი საუკეთესო საქართველოში
?
შექმენი გუნდი, გაიმარჯვე საქართველოს ფინალზე და წარადგინე საქართველო საერთაშორისო შეჯიბრებაში მსოფლიოს საუკეთესო დარბაზის გამოსავლენად.
Red Bull Gym Clash-ზე, ფუნქციონალური ფიტნესის საერთაშორისო შეჯიბრებაზე, გუნდები ეჯიბრებიან ერთმანეთს ძალის, გამძლეობის, უნარებისა და სტრატეგიის კომპლექსურ ვარჯიშებში, მსოფლიოს საუკეთესო სპორტდარბაზის ტიტულის მოსაპოვებლად.
ვარჯიშების ავტორები:
იდა მატილდე;
ჯეიკ დირდენი;
ნოა ოლსენი.
რეგისტრაცია მიმდინარეობს 30 მარტის ჩათვლით: https://win.gs/3ZV4rRi
საქართველოს შესარჩევი: 4 აპრილი | 12:00
საქართველოს ფინალი: 5 აპრილი | 14:00
Iviko's Cage / 2 University St, Tbilisi
მონაწილეობის წესები ![]()
შეჯიბრებაში მონაწილეობს ოთხკაციანი გუნდი (ორი გოგო, ორი ბიჭი), რომელსაც დარბაზის მენეჯმენტი/მწვრთელი შეარჩევს. გუნდის მონაწილეობა უნდა იყოს ინიცირებული ან შეთანხმებული დარბაზთან;
გუნდის თითოეული წევრი უნდა იყოს სრულწლოვანი (18+), საქართველოს მოქალაქე და არანაკლებ 6 თვისა, უნდა იყოს აღნიშნული დარბაზის წევრი.
ერთი დარბაზიდან შესაძლებელია ერთზე მეტი გუნდის დარეგისტრირება.
შეჯიბრება ოთხ ეტაპად იყოფა ![]()
შესარჩევი: სპორტდარბაზი ქმნის გუნდს (ორი კაცი, ორი ქალი) ოთხი საუკეთესო ათლეტისგან და არეგისტრირებს ვებგვერდზე: https://win.gs/3ZV4rRi
ეროვნული შესარჩევი: გუნდები იასპარეზებენ ეროვნულ შესარჩევზე საიდანაც მხოლოდ საუკეთესო გუნდები გადავლენ ფინალში;
ეროვნული ფინალი: გამოვლინდება ერთი გამარჯვებული გუნდი, რომელიც მსოფლიო ფინალზე გაემგზავრება;
მსოფლიო ფინალი: უნიკალური ადგილი, რთული დავალებები და ერთი გამარჯვებული, რომელიც მსოფლიოს საუკეთესო დარბაზის ტიტულს დაიმსახურებს.
შემოუერთდი ბრძოლას საქართველოსა და მსოფლიოს საუკეთესო სპორტული დარბაზის ტიტულისთვის!