ეს არის ინგლისურ ენოვანი სოციალური კლუბი მათთვის, ვისაც სურს გაიცნოს საინტერესო ადამიანები, შეიძინოს სხვადასხვა ეროვნების მეგობრები და ასევე გამოიყენოს კომუნიკაციის უნარები!
ჩვენი შეხვედრები ორგანიზებულია ისე, რომ რაც შეიძლება მეტ ადამიანთან გქონდეთ ცოცხალი და საინტერესო საუბარი.
თქვენ პირისპირ ისაუბრებთ სხვა მონაწილეებთან, რაც მოგცემთ საშუალებას სრულად ჩაერთოთ საუბარში, ხოლო ყურადღებიანი მასპინძელი მონაწილეებს განსაზღვრულ პერიოდებში როტაციას უზრუნველყოფს.
ასე რომ დარწმუნებული იყავით, ვერ გაჩუმდებით!
რას უნდა ელოდოთ:
პირისპირ საუბრები როტაციით
სხვადასხვა თემის განხილვა
დინამიკური საუბრის თამაში ან თავისუფალი საუბარი
დროის განრიგი
19:30 – საუბარი მცირე ჯგუფებში
19:45 – სხვადასხვა თემის განხილვა
21:15 – მოკლე შესვენება & გადახდის დრო
21:30 – დინამიკური საუბრის თამაში ან თავისუფალი საუბარი
22:00 – დასრულება
22:♾️ – აფთერფართი გადარჩენილებთან
კომფორტული დონე ინგლისურ ენაში: B1+