ვკითხულობ "ნავიგატორს" თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO | Yolo
ღონისძიება უკვე ჩატარდა
ვკითხულობ

ვკითხულობ "ნავიგატორს"

ვკითხულობ "ნავიგატორს"
Tbilisi, Georgia
ბილეთის ფასი
დან20 ₾
ქართული

აღწერა

სიხარულით გამცნობთ, რომ ეარში ახალი შეხვედრების ციკლს ვიწყებთ. 

ვკითხულობთ პიესას!

პირველი შეხვედრის მასპინძელი გახლავთ ლიტერატურათმცოდნე, მაშო სამადაშვილი, მისი პირველი სტუმარი კი მსახიობი, ნიკუშა ბაქრაძე. 
მათთან ერთად, 8 ივლისს, ზუსტად 20:00 საათზე დავიწყებთ ლაშა ბუღაძის პიესის „ნავიგატორის” კითხვას. 

ასეთ საღამოს ამპლუას ვტოვებთ და ყველანი დრამის გმირებად ვიქცევით. 
შეგიძლიათ წინასწარ მოიწეროთ ხოლმე და მაგალითად „დაჯავშნოთ“ კლარას როლი. „ნავიგატორში“ შემდეგი გმირები გვყავს: 
* როსტომის მანქანის ნავიგატორი
* როსტომი
* ჯაყელი
* კლარა
* ბატონი ოთარი / დირექტორი
* ემზარი /დეპარტამენტის უფროსი
* აკრბა
* როსტომის მამა
* ჯაყელის მანქანის ნავიგატორი

ეარში პიესების კითხვა საუკეთესო ღვინის თანხლებით მიმდინარეობს.
დასწრება: 20 ლარი 
საფასურში შედის ერთი ჭიქა ღვინო, ყავა ან ჩაი (სურვილისამებრ)

ფოტო და ვიდეო

ვკითხულობ

ადგილი

Tbilisi
თბილისი — დედაქალაქი და მუნიციპალიტეტი საქართველოში; 1922–1936 წლებში ერთდროულად იყო ამიერკავკასიის სფსრ დედაქალაქი; მდებარეობს აღმოსავლეთ საქართველოში, თბილისის ქვაბულში, მდინარე მტკვრის ორივე სანაპიროზე, ზღვის დონიდან 380–600 მ სიმაღლეზე, ჩრდილოეთით ესაზღვრება საგურამოს ქედის სამხრეთი მთისწინეთი, აღმოსავლეთით — ივრის ზეგნის ჩრდილო-დასავლეთი მონაკვეთი, დასავლეთით და სამხრეთით კი — თრიალეთის ქედის განშტოებები. ქალაქს 502 კმ² ფართობი უჭირავს და 1.152 მილიონზე მეტი მცხოვრები ჰყავს. თბილისი კავკასიის რეგიონის მნიშვნელოვანი ინდუსტრიული, სოციალური და კულტურული ცენტრია და ბოლო დროს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სატრანსპორტო კვანძი ხდება გლობალური ენერგომატარებლებისა და სავაჭრო პროექტებისთვის. ქალაქი ისტორიული აბრეშუმის დიდი გზის ერთ-ერთ მარშრუტზე მდებარეობს და მნიშვნელოვანი სავაჭრო/სატრანზიტო ცენტრის პოზიცია უჭირავს რუსეთის ჩრდილო კავკასიას, თურქეთსა და ტრანსკავკასიის სომხეთისა და აზერბაიჯანის რესპუბლიკების გადაკვეთაზე სტრატეგიული მდებარეობით.
ამ ადგილის ყველა ღონისძიება