ოჯახური ისტორია, რომელმაც გააოცა და ცრემლებამდე მიიყვანა კრიტიკოსები და მაყურებლები მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ორი მეუღლის განქორწინება – მხოლოდ სიუჟეტის დასაწყისია. ცოლის (სიმინი)თვის ეს უკვე გადაწყვეტილი საკითხია: მას სურს ქვეყნიდან წასვლა და შვილის წაყვანა. ქმარი (ნადერი) კი არსად აპირებს წასვლას, რადგან მოხუც და ავადმყოფ მამას უვლის. რა მოხდა შემდეგ, ამას აღარ გეტყვით.
ამ ფილმმა თითქმის სამოცი საერთაშორისო ფესტივალის ჯილდო მოიპოვა, მათ შორის – „ოსკარი“ (პირველად ირანული კინოს ისტორიაში) და სამი ბერლინური „დათვი“. „განქორწინება“, რომელიც ჰიჩკოკის დეტექტივივით იკითხება, დასავლურ სამყაროს კიდევ იმით იზიდავს, რომ ეგზოტიკურ ირანულ სარკეში ნაცნობ, ანუ ზოგადსაკაცობრიო, მახასიათებლებს ასახავს.