რატომ უნდა გვახსოვდეს ჰოლოდომორი?
გამოფენა

რატომ უნდა გვახსოვდეს ჰოლოდომორი?

🎥 სტალინის საბჭოთა რუსული ტოტალიტარული რეჟიმის მიერ ორგანიზებული ხელოვნური შიმშილის გზით მილიონობით უკრაინელის გენოციდის შესახებ ნაჩვენები იქნება მოკლე დოკუმენტური ფილმი. ასევე ირაკლი ხვადაგიანისა და ლევან ღამბაშიძის მონაწილეობით გაიმართება დისკუსია, რომელსაც ფრანკლინის აკადემიის ლექტორი, გიორგი ანდრონიკაშვილი გაუძღვება. 🤝 ღონისძიებას მხარს უჭერს "ევროპული ფონდი დემოკრატიისთვის" (EED)შეავსეთ სარეგისტრაციო ფორმა 👉 https://shorturl.at/giwG1  
რატომ უნდა გვახსოვდეს ჰოლოდომორი?
8 Egnate Ninoshvili Street, Tbilisi
advertising

აღწერა

🟣 რატომ უნდა გვახსოვდეს ჰოლოდომორი, რომელსაც გასული საუკუნის 30-იან წლებში მილიონობით ეთნიკური უკრაინელი ემსხვერპლა?

📌 საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია (SOVLAB), ფრანკლინის კლუბთან და საქართველოში უკრაინის საელჩოსთან თანამშრომლობით 24 ნოემბერს, 18:00 საათზე ფაბრიკაში ჰოლოდომორის 91-ე ხსოვნის დღეს აღნიშნავს.

ფოტო და ვიდეო

რატომ უნდა გვახსოვდეს ჰოლოდომორი?

ადგილი

ფაბრიკა
ფაბრიკა
8 Egnate Ninoshvili Street, Tbilisi
ფაბრიკა – სივრცე მათთვის, ვისაც მეამბოხე და შემოქმედებითი გონება მუდმივ მოძრაობას სთხოვს. საბჭოთა დროინდელმა სამკერვალო ფაბრიკამ ახალი სიცოცხლე შეიძინა და გარდაიქმნა მულტიფუნქციურ ურბანულ სივრცედ. ახლა აქ თავს იყრიან ენთუზიაზმით სავსე ახალგაზრდები, რომლებიც მუდმივად მზად არიან სრულიად ახალი და განსხვავებული გამოცდილების მისაღებად და გასაზიერებლად. აქ ერთ სივრცეშია გაერთიანებული ურბანული კაფეები და ბარები, მაღაზია -სახელოსნოები, საგანმანათლებლო და საერთო სამუშაო სივრცეები, რეგიონში ყველაზე დიდი ჰოსტელი, ყველასთვის საყვარელი უზარმაზარი ეზო და უამრავი ღონისძიება. ამ ყველა სივრცეს თავის განუმეორებელი კონცეფცია და ატმოსფერო აქვს და ერთად ისინი უნიკალურ სინერგიას ქმნიან. დღეს ფაბრიკა აუცილებელი დანიშნულების ადგილია ადგილობრივებისთვის და მოგზაურებისთვის, სადაც ისინი მუდმივად ერთმანეთს უზიარებენ თავიანთ გამოცდილებას, ხედვებს, ერთად მუშაობენ საინტერესო იდეებზე და ახორციელებენ მათ. სწორედ ამიტომ ფაბრიკა მუდმივად ვითარდება, იცვლება და ყველაზე ხალხმრავალ და სიცოცხლით სავსე ადგილად რჩება თბილისში.
ამ ადგილის ყველა ღონისძიება
გამოიწერეთ სიახლეები, მოგვყევით.