რევოლუციური ფილმი სიმართლის ძიებაზე, რომელიც ყოველთვის ჩვენს ახლოსაა და რომელმაც ევროპელ მაყურებელს პირველად გააცნო იაპონური კინოს არსებობა. ისტორიული პერსპექტივიდან კი – შექმნა დამოუკიდებელი ჟანრი, ე.წ. „რაშომონის ეფექტის“ ფილმები: სურათები, სადაც ერთი და იგივე მოვლენა სხვადასხვა პერსპექტივიდან გადმოიცემა.
ფილმის მოქმედება ძველ იაპონიაში ვითარდება. ტყეში ქალი გააუპატიურეს, მისი ქმარი კი მოკლეს. ამ შემთხვევას ოთხი განსხვავებული ვერსია აქვს — თითოეული ოთხი მოწმიდან. ყველა მათგანი საერთო ისტორიას ახალ-ახალ დეტალს ამატებს, მაგრამ როგორ უნდა აღმოაჩინო ჭეშმარიტება ამ ერთმანეთთან შეჯახებულ, ურთიერთგამომრიცხავ მონათხრობებში?
