რამაზ ჩხიკვაძე 95
თეატრი

რამაზ ჩხიკვაძე 95

ღონისძიებაში მონაწილეობენ: კამერული ორკესტრი მაესტრო ნიკა ნიკვაშვილის ხელმძღვანელობით; რუსთაველისა და მოძრაობის თეატრის მსახიობები. კარები გაიხსნება: 19:00საღამოს დასაწყისი: 20:00
რამაზ ჩხიკვაძე 95
17 Rustaveli avenue
advertising
ქართული

აღწერა

საიუბილეო საღამო, რომელიც რუსთაველის ეროვნულ თეატრში გაიმართება - არის მცდელობა, სრულიად აღდგეს და გაცოცხლდეს გენიალური მსახიობის - რამაზ ჩხიკვაძის უნიკალური გარდასახვის უნარი - რასაც ხელს შეუწყობს თეატრმცოდნე ნიკოლოზ წულუკიძე ამბის გადმოცემის განსაკუთრებული ოსტატობით.

ეს იქნება ერთგვარი ინტერაქცია - ნიკოლოზი კითხვებით "მიმართავს" რამაზ ჩხიკვაძეს - ჩანაწერის საშუალებით კი ცოცხლდება მსახიობის პასუხები. 

ფოტო და ვიდეო

რამაზ ჩხიკვაძე 95

ადგილი

რუსთაველის ეროვნული თეატრი
რუსთაველის ეროვნული თეატრი
17 Rustaveli avenue
ქართული დრამის თეატრს შოთა რუსთაველის სახელი 1921 წლის 25 ნოემბერს ეწოდა, მაგრამ რუსთაველი თეატრის ისტორია ბევრად ადრე დაიწყო: ,,თეატრი დიდი რამ არის ჩვენისთანა დაცემული ხალხისთვის, მაგის მეტი ნაციონალობის ნიშან-წყალი ჯერჯერობით ჩვენ არ გვაქვს რა. ეგ ერთი ადგილია, სადაც ჩვენი ენა საჯაროდ ისმის და საჯაროდ მოქმედებს’’ – წერდა ილია ჭავჭავაძე. 1879 წელს ,,დრამატული კომიტეტის’’ წევრებმა, ილია ჭავჭავაძემ, აკაკი წერეთელმა, დიმიტრი ყიფიანმა, დავით ერისთავმა და ივანე მაჩაბელიმა მიიღეს წესდება, შეარჩიეს შენობა სასახლის მოედანზე და 1879 წლის 5 სექტემბერს, მათი დიდი ძალისხმევით, პირველი სეზონი გაიხსნა ბარბარე ჯორჯაძის კომედიით ,,რას ვეძებდი და რა ვჰპოვე’’ (რეჟისორი – გ. თუმანიშვილი). აღდგენილი ქართული თეატრისთვის ივანე მაჩაბელმა შექსპირის პიესები თარგმნა ხოლო დავით ერისთავმა ქართულად გადმოაკეთა სარდუს ,,ფლანდრია” – ,,სამშობლო” (1882 წ.). თეატრის ეროვნული სწრაფვა სწორედ ამ სპექტაკლში გამოიკვეთა. ლევან ხიმშიაშვილის როლის შემსრულებელი, ლადო მესხიშვილი ეროვნულ გმირად შერაცხეს. . .რობერტ სტურუას სპექტაკლებმა – “კავკასიური ცარცის წრე” და “რიჩარდი III” თეატრს მსოფლიო აღიარება მოუტანა. რუსთაველის თეატრს ტრიუმფალური გასტროლები ჰქონდა მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, მათ შორის – ინგლისში, გერმანიაში, საფრანგეთში, იტალიასა და შვეიცარიაში, მექსიკაში, ავსტრალიაში, ფინეთსა და ისლანდიაში. იგი ედინბურგის, ავინიონის, ათენის, ადელაიდას, რეიკიავიკის, იერუსალიმის ფესტივალების მონაწილეა.რობერტ სტურუა და მის მიერ დადგმული სპექტაკლები მრავალი ეროვნული თუ საერთაშორისო პრემიით და პრიზით დაჯილდოვდა. დღეს თეატრში ახალგაზრდა რეჟისორები და მსახიობები, უფროს თაობასთან ერთად, შემოქმედებით ძიებებს განაგრძობენ.
ამ ადგილის ყველა ღონისძიება
გამოიწერეთ სიახლეები, მოგვყევით.