რახმანინოვი — მეორე საფორტეპიანო კონცერტი | „პიანინო“ თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO | Yolo
Top Sale
რახმანინოვი — მეორე საფორტეპიანო კონცერტი | „პიანინო“

რახმანინოვი — მეორე საფორტეპიანო კონცერტი | „პიანინო“

რახმანინოვი — მეორე საფორტეპიანო კონცერტი | „პიანინო“
8, Griboedov street, Tbilisi
ბილეთის ფასი
დან15 ₾
ინგლისური, რუსული, ქართული

განრიგი

05.11.2026
ხუთშაბათი
19:00
15 ₾ - 45 ₾
15 ₾ - 45 ₾
ვრცლად

აღწერა

5 ნოემბერს, 19:00 საათზე, თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ დარბაზში „პიანინო“ ახალ სეზონს სერგეი რახმანინოვის მეორე საფორტეპიანო კონცერტით გახსნის.


საღამოში მონაწილეობენ დავით ალადაშვილი (ფორტეპიანო), ვახტანგ კახიძე (დირიჟორი) და გია ყანჩელის სახელობის ახალგაზრდული ორკესტრი.


კონცერტი ორი ნაწილისგან შედგება. პირველ ნაწილში დავით ალადაშვილი და ვახტანგ კახიძე ორკესტრთან ერთად მსმენელს გააცნობენ ნაწარმოებს, მის მუსიკალურ თავისებურებებსა და სოლისტის, დირიჟორისა და ორკესტრის ერთობლივი მუშაობის პროცესს. ეს იქნება ღია რეპეტიციის მსგავსი გამოცდილება, რომელიც მაყურებელს საშუალებას მისცემს, კულისებს მიღმა გაეცნოს მუსიკოსების მუშაობას და აღმოაჩინოს, როგორ იქმნება საერთო მუსიკალური ჟღერადობა.


შესვენების შემდეგ სერგეი რახმანინოვის მეორე საფორტეპიანო კონცერტი სრულად შესრულდება.


საღამო ეძღვნება გამოჩენილი ქართველი პიანისტისა და პედაგოგის, მანანა დოიჯაშვილის დაბადების დღეს.


თარიღი: 5 ნოემბერი, 2026

დრო: 19:00

ადგილი: თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდი დარბაზი

ფოტო და ვიდეო

რახმანინოვი — მეორე საფორტეპიანო კონცერტი | „პიანინო“

ადგილი

თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია
ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია — საქართველოში პირველი უმაღლესი სამუსიკო სასწავლებელია. წლების მანძილზე იგი იყო ამიერკავკასიაში ევროპული ყაიდის ერთადერთი სამუსიკო სასწავლებელი. კონსერვატორიის დაბადების თარიღია 1917 წლის 1 მაისი. 1924 წელს მას მიენიჭა სახელმწიფო კონსერვატორიის სტატუსი, 1947 წლიდან იგი ქართველი მომღერლის - ვანო სარაჯიშვილის სახელს ატარებს.
ამ ადგილის ყველა ღონისძიება