ღონისძიება ხორციელდება “თანამედროვე ცეკვისა და ექსპერიმენტული ხელოვნების ფესტივალითბილისში” ფარგლებში. ღონისძიება იწყება ფილმის ჩვენებით და მეორე ნაწილში გაგრძელდებასპექტაკლით.
ცეკვის ფილმი
ავტორი: ხოსილიტა
ცეკვის ფილმი წარმოადგენს სოლო ქორეოგრაფიულ პერფორმანსს, რომელიც დაფუძნებულია ქართულ ხალხურ ზღაპარზე და მითოლოგიაზე. ქართული ხალხური ცეკვისა და თანამედროვე ცეკვის ელემენტების სინთეზით, ფილმი მოგვითხრობს ირმებზე ნადირობის წმინდა, მისტიკურ ისტორიას, რომელიც შინაგანი სამყაროს ძიების მეტაფორაა და ასახავს ინდივიდის განვითარების გზას, რაც შეგვახსენებს ბრძოლას ლუციფერიანულ და არიმანულ ძალებს შორის.
ფილმი იკვლევს ზღაპარს, როგორც წარსულისა და აწმყოს დამაკავშირებელ ხიდს,სივრცეს,რომელშიც რიტუალი, მითი და ზოგადად უძველესი სიბრძნე თანამედროვე სამყაროს გზამკვლევად გვევლინება.
“სერაკის” ქორეოგრაფიული სპექტაკლი
სპექტაკლი ქორეოგრაფიისა და ტექსტის ენით გვამოგზაურებს საკუთარ თავში, ერთმანეთში, იმსოციალურ კლიმატში, რომელშიც ვიზრდებით და ვხდებით ის, ვინც ვართ.
“რა მოთრთის” არის ის, რასაც მაყურებელი საკუთარი პრიზმიდან დაინახავს, შეიგრძნობს და თავადგადაწყვეტს თუ რა შინაარსის მატარებელია ის.
ხანგრძლივობა: 1 საათი
აღნიშნულ ღონისძიებაზე ბილეთები არ ბრუნდება
