ქუჩის მხატვრობის ტური ჩუღურეთში
განათლება

ქუჩის მხატვრობის ტური ჩუღურეთში

 გთხოვთ, რეგისტრაციის გარეშე, ბავშვებს ნუ მოიყვანთ. გარკვეულ რაოდენობაზე ჯგუფი იხურება, რათა მარშრუტზე გადაადგილება და ბავშვების ჩართულობა მაქსიმალურად კომფორტული და საინტერესო იყოს. ასაკობრივი ჯგუფი: 7 -12 წელი.მარშრუტი, ინტენსივობა, დავალებები და ხატვის თემატიკა ამ ასაკობრივ ჯგუფსაა მორგებული.შეხვედრის ადგილი: ფაბრიკას შიდა ეზო (შოთას შოთებთან), ეგნატე ნინოშვილის ქ. 8შეხვედრის დრო: 11:00სთდასასრული: დედაენის ბაღი, 14:00სთფასი ერთ მონაწილეზე: 40ლ.ფასში შედის:• გამყოლი• ხატვის მასწავლებელი• სახატავი მასალა• შესრულებულ პოსტერებს ყველა მონაწილე თან თაიღებს. დამატებითი კითხვების შემთხვევაში გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ591141227 ნუცა557121242 მარი
ქუჩის მხატვრობის ტური ჩუღურეთში
8 Egnate Ninoshvili Street, Tbilisi
advertising
ინგლისური, რუსული, ქართული

აღწერა

⭐️ჩვენი ტურები ყველასთვისაა, ვისაც ახალი აღმოჩენები და მხიარულება უყვარს.
⭐️ჩუღურეთის ტური, სახალისო და ამავდროულად შემეცნებითი აქტივობაა. ბავშვებმა მინიშნებების საშუალებით უნდა იპოვონ დეტალები, რომლებიც XIX-XX საუკუნეების, საბჭოთა, თუ თანამედროვე ინდუსტრიული შენობების ფასადებსა და აივნების ხვეულებში იმალება. გავიცნობთ პირველ ქართველ ქუჩის მხატვარს, ძველი თბილისის კედლების მომხატველს, ფიროსმანს და მისი ნაკვალევის აღმოჩენას შევეცდებით.
⭐️მარშრუტის ბოლო წერტილი კი დედაენის ბაღია, სადაც მხატვარი და საბავშვო ლექსების ავტორი, სახალხო არტისტი და ბავშვების და ფისოების მეგობარი, თუთა ჯგუშია დაგვხვდება და ბავშვები და თუთა თემატურ პოსტერებს შექმნიან. ჩვენი მიზანია, ბავშვებმა ნანახი და განცდილი, ფურცელზე გადმოიტანონ და წინაპირობების გარეშე ხატონ. ხატვა ხომ საუკეთესო თერაპიაა, ემოციების გადმოცემაში გვეხმარება და თან ახალ უნარებსაც აღვიძებს.

ფოტო და ვიდეო

ქუჩის მხატვრობის ტური ჩუღურეთში

ადგილი

ფაბრიკა
ფაბრიკა
8 Egnate Ninoshvili Street, Tbilisi
ფაბრიკა – სივრცე მათთვის, ვისაც მეამბოხე და შემოქმედებითი გონება მუდმივ მოძრაობას სთხოვს. საბჭოთა დროინდელმა სამკერვალო ფაბრიკამ ახალი სიცოცხლე შეიძინა და გარდაიქმნა მულტიფუნქციურ ურბანულ სივრცედ. ახლა აქ თავს იყრიან ენთუზიაზმით სავსე ახალგაზრდები, რომლებიც მუდმივად მზად არიან სრულიად ახალი და განსხვავებული გამოცდილების მისაღებად და გასაზიერებლად. აქ ერთ სივრცეშია გაერთიანებული ურბანული კაფეები და ბარები, მაღაზია -სახელოსნოები, საგანმანათლებლო და საერთო სამუშაო სივრცეები, რეგიონში ყველაზე დიდი ჰოსტელი, ყველასთვის საყვარელი უზარმაზარი ეზო და უამრავი ღონისძიება. ამ ყველა სივრცეს თავის განუმეორებელი კონცეფცია და ატმოსფერო აქვს და ერთად ისინი უნიკალურ სინერგიას ქმნიან. დღეს ფაბრიკა აუცილებელი დანიშნულების ადგილია ადგილობრივებისთვის და მოგზაურებისთვის, სადაც ისინი მუდმივად ერთმანეთს უზიარებენ თავიანთ გამოცდილებას, ხედვებს, ერთად მუშაობენ საინტერესო იდეებზე და ახორციელებენ მათ. სწორედ ამიტომ ფაბრიკა მუდმივად ვითარდება, იცვლება და ყველაზე ხალხმრავალ და სიცოცხლით სავსე ადგილად რჩება თბილისში.
ამ ადგილის ყველა ღონისძიება
გამოიწერეთ სიახლეები, მოგვყევით.