"კვანტური ნახტომი" - რა ხდება სინამდვილეში? თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO | Yolo

"კვანტური ნახტომი" - რა ხდება სინამდვილეში?

"კვანტური ნახტომი" - რა ხდება სინამდვილეში?
Tbilisi, Georgia
ქართული

განრიგი

04.04.2026
შაბათი
18:00

აღწერა

გრძნობ, რომ დრო დაჩქარდა, რომ შენი ემოციები, ფიქრები და რეალობა უცნაურად იცვლება?

ეს შემთხვევითი არ არის.

თანამედროვე სამყაროში ცვლილებები უპრეცედენტო სისწრაფით ვითარდება. იცვლება ურთიერთობები, ღირებულებები, ცხოვრების რიტმი და ადამიანის მსოფლმხედველობა - ხშირად ისე სწრაფადაც კი, რომ გუშინდელი წარმოდგენები დღეს უკვე აღარ მუშაობს.

ეს დინამიკა ადამიანში იწვევს როგორც ინტერესს, ისე შფოთვას

და

ამ კონტექსტში სულ უფრო ხშირად გვხვდება ტერმინი „კვანტური ნახტომი“. თუმცა, მისი შინაარსი ხშირად ბუნდოვანია: 

არის ეს რეალური ტრანსფორმაცია თუ მეტაფორული აღწერა? რას ნიშნავს „ნახტომი“ და რა მიმართულებით ვითარდება ადამიანი?

ამ კითხვებზე პასუხის გასაცემად, მივმართავთ უძველეს სიმბოლურ სისტემას - ასტროლოგიას. როგორც ცნობილია, პლანეტარული არქეტიპები კოლექტიურ ქვეცნობიერშია დაფიქსირებული და გვაძლევს საშუალებას, ადამიანის განვითარების ეტაპები უფრო ღრმად გავიაზროთ.

ლექციაში განვიხილავთ ადამიანის ცხოვრების ფაზებს ასტროლოგიური სიმბოლიკის ჭრილში — დაბადებიდან სოციალური როლების ჩამოყალიბებამდე და პიროვნული ტრანსფორმაციის პროცესამდე.

ამ პერსპექტივიდან შევეცდებით გავიაზროთ:

✨ რას ნიშნავს „კვანტური ნახტომი“ ადამიანის განვითარებაში
✨ არის თუ არა ის ცნობიერების ახალი საფეხური
✨ და როგორ შეიძლება ამ პროცესის გააზრება და მართვა

 

ცვლილება უკვე დაწყებულია - შენ მხოლოდ ირჩევ, როგორ შეხვდები მას

 

შეხვედრას გაუძღვება ფსიქოლოგი, სოციოლოგი და ასტროლოგი დაჯი მამულაშვილი

🔥 ადგილები შეზღუდულია
👉 მოგვწერე პირადში / დარეგისტრირდი ახლავე

რეგისტრაციის ფორმა :https://forms.gle/uG39fVa9nMWpis6w7

 

📆ლექციის თარიღი და დრო: შაბათი, 4 აპრილი, 18:00

📍მისამართი: ლუბლიანას ქ. N15ა
📲591 92 05 96

ფოტო და ვიდეო

ადგილი

Tbilisi
თბილისი — დედაქალაქი და მუნიციპალიტეტი საქართველოში; 1922–1936 წლებში ერთდროულად იყო ამიერკავკასიის სფსრ დედაქალაქი; მდებარეობს აღმოსავლეთ საქართველოში, თბილისის ქვაბულში, მდინარე მტკვრის ორივე სანაპიროზე, ზღვის დონიდან 380–600 მ სიმაღლეზე, ჩრდილოეთით ესაზღვრება საგურამოს ქედის სამხრეთი მთისწინეთი, აღმოსავლეთით — ივრის ზეგნის ჩრდილო-დასავლეთი მონაკვეთი, დასავლეთით და სამხრეთით კი — თრიალეთის ქედის განშტოებები. ქალაქს 502 კმ² ფართობი უჭირავს და 1.152 მილიონზე მეტი მცხოვრები ჰყავს. თბილისი კავკასიის რეგიონის მნიშვნელოვანი ინდუსტრიული, სოციალური და კულტურული ცენტრია და ბოლო დროს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სატრანსპორტო კვანძი ხდება გლობალური ენერგომატარებლებისა და სავაჭრო პროექტებისთვის. ქალაქი ისტორიული აბრეშუმის დიდი გზის ერთ-ერთ მარშრუტზე მდებარეობს და მნიშვნელოვანი სავაჭრო/სატრანზიტო ცენტრის პოზიცია უჭირავს რუსეთის ჩრდილო კავკასიას, თურქეთსა და ტრანსკავკასიის სომხეთისა და აზერბაიჯანის რესპუბლიკების გადაკვეთაზე სტრატეგიული მდებარეობით.
ამ ადგილის ყველა ღონისძიება