მენიუ
„ადგილი“ იძულებითი მიგრაციის შესახებ მოყოლილი ისტორიაა. პროექტის ავტორები გვიზიარებენ პირად გამოცდილებას ბელორუსიიდან იძულებითი გადაადგილების შესახებ. მათი ამბავი ირეკლავს ადამიანთა მიგრაციის ათასწლოვან კულტურულ პრაქტიკას — იქნება ეს ძირძველი ავსტრალიელი ხალხების სიმღერები, თუ ნეოლითური პერიოდის სახვითი ხელოვნება. კომპოზიცია აგებულია სამკუთხედის პრინციპზე: მიგრანტის შიდა სივრცე, საზოგადოების განცდა მკაცრი შეზღუდვების პირობებში და მარადიული მომთაბარეების ყოფა გლობალურ, დაუცველ სამყაროში.