ცეკვის თეატრის და სხვადასხვა მეთოდების კვლევით და მათი პრაქტიკაში გამოყენებით, მსახიობებმა ლუკა ჯაფარიძემ და თორნიკე ლაზაშვილმა შექმნეს ქორეოგრაფიული სპექტაკლი “გამოქვაბული”, რომელიც Პლატონის “გამოქვაბულის ალეგორიას” ეყრდნობა.
“გამოქვაბულის ალეგორიის” მიხედვით ადამიანები გამოქვაბულში სახით კედლისკენ სხედან და კედელზე ჩრდილებს აკვირდებიან. სწორედ ეს ჩრდილებია მათი აზრით ერთადერთი რეალური სამყარო. ყველაფერი იცვლება, როცა ერთ-ერთი შუქს შეამჩნევს და ნამდვილ სამყაროს აღმოაჩენს.
ქორეოგრაფები: ლუკა ჯაფარიძე, თორნიკე ლაზაშვილიმონაწილეობენ: ლუკა ჯაფარიძე, თორნიკე ლაზაშვილი.კომპოზიტორი: ერეკლე გეწაძე
დასაწყისი: 20:00
ქორეოგრაფიული სპექტაკლი “გამოქვაბული” ღია სივრცის მიერ ახლად დაფუძნებული “სტუდენტური პლატფორმის” ფარგლებში შექმნილი პირველი პროექტია. Სპექტაკლის ავტორები შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის სამსახიობო ფაკულტეტის სტუდენტები არიან.