ქიმიური სტარტები ექსპერიმენტორიუმში
განათლება

ქიმიური სტარტები ექსპერიმენტორიუმში

🟣 პროგრამის მსვლელობისას ჯგუფი იყოფა ორ გუნდად, რომლებიც ერთმანეთს ქიმიური ცდების ჩატარების სისწრაფეში ეჯიბრებიან. ცდების ჩატარების გარდა, ქიმიური სტარტების დახმარებით ბავშვები სწავლობენ ქიმიურ ჭურჭელს და ლაბორატორიაში ქცევის წესებს. ⏳ ადგილების რაოდენობა შეზღუდულია! ჩასაწერად მოგვწერეთ აქ ან დაგვირეკეთ ☎️ 595355511
ქიმიური სტარტები ექსპერიმენტორიუმში
9 April street N5, Tbilisi
advertising
ქართული

აღწერა

🥁 ქიმიური სტარტები გიორგი კოტორაშვილთან ერთად 👨‍🔬
✔️ 1-9 თებერვალს 🗓️
✔️ V-IX კლასების ორგანიზებული ჯგუფებისთვის 
✔️ ჯგუფში ბავშვების მინიმალური რაოდენობა - 15
✔️ ფასი - 1 ბავშვი 30 ლარი
✔️ ბავშვებს მასწავლებელი მოყვება უფასოდ
✔️ პროგრამის ხანგრძლივობა - 50 წთ

ფოტო და ვიდეო

ქიმიური სტარტები ექსპერიმენტორიუმში

ადგილი

ექსპერიმენტორიუმი
ექსპერიმენტორიუმი
9 April street N5, Tbilisi
პირველი ინტერაქტიული და სამეცნიერო მუზეუმი „ექსპერიმენტორიუმი“ თბილისში 2016 წლის 1 ოქტომბერს გაიხსნა. მუზეუმში წარმოდგენილია 70-მდე ექსპონატი, რომლებიც ფიზიკის კანონების თვალსაჩნოებას ახდენენ. მუზეუმის ყველა ექსპონატი ინტერაქტიულია, რაც იმას ნიშნავს რომ მათთან შეხება და გამოცდა არათუ ნებადართული, არამედ - აუცილებელია! გარდა ფიზიკის ინტერაქტიული ექსპოზიციისა, ექსპერიმენტორიუმში წარმოდგენილია ქიმიის ლაბორატორია, სადაც ქიმიური ცდები მარტივი, ყველასთვის გასაგები და სახალისო მეთოდებით ტარდება. ისევე როგორც ფიზიკის საგამოფენო სივრცე, ქიმიური ცდებიც ინტერაქტიული ხასიათისაა (უსაფრთხოების ფარგლებში). ექსკურსიისა და ქიმიური ცდების გარდა, სამეცნიერო მუზეუმში ტარდება სხვადასხვა სახის საგანამანათლებლო პროგრამა სკოლისა და ბაღის მოსწავლეებისთვის. ექსპერიმენტორიუმში შესაძლებელია დაბადების დღის აღნიშვნა, კორპორატიული და სხვადასხვა სახის ღონისძიების ჩატარება. მუზეუმი დაინტერესებულ პირებსა და კომპანიებს, ასევე სთავაზობს მეცნიერულ გასვლით პროგრამებს, რომლის შეკვეთაც საქართველოს ნებისმიერ ლოკაციაზე არის შესაძლებელი.
ამ ადგილის ყველა ღონისძიება
გამოიწერეთ სიახლეები, მოგვყევით.