ქეთი კაპანაძე: "საწამლავი წყვილისთვის" თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO
ქეთი კაპანაძე:

ქეთი კაპანაძე: "საწამლავი წყვილისთვის"

1990-იანი წლების დასაწყისში გადაღებულ კონცეპტუალურ ფოტოსერიასთან ერთად, გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება 1980-იანი წლების ნახატების სერია Anima Ex Machina - ქაღალდზე შავი გუაშით შესრულებული ნამუშევრები და ტექსტები, რომელთა შესრულებაც კაპანაძემ ავტომატური წერის სავარჯიშოს პრინციპით დაიწყო. ქაღალდის შემდეგ მან მუშაობა მუყაოზე გააგრძელა, ის შავი გუაშით დაფარა და ამ ფონზე თეთრი საღებავით ტექნიკური ნახაზები და დიაგრამების ტიპის ნამუშევრები დახატა. ხელოვანის აზრით, შავი სიბრტყე ის სივრცეა, რომელშიც ყველა ინფორმაცია “ინახება”, ამ სიშავიდან ამოტივტივებული დიაგრამები და ციფრები კი რებუსების მსგავსი ნახატების ფორმას იღებს. ქეთი კაპანაძემ სერია 1980-იან წლებში შეასრულა, თუმცა მისი ნაწილი მაშინ დაიკარგა. მოგვიანებით ნამუშევრების ფოტოებიდან განმეორებითი აღდგენა და სერიისთვის ახალი ნაწილის დამატება 2003-2004 წლებში მოხდა. გამოფენაზე ასევე იქნება წარმოდგენილი რამდენიმე ფერწერული ტილო 2010 წლის სერიიდან “აკაშას ქრონიკები”.   ქეთი კაპანაძემ შემოქმედებითი მოღვაწეობა თბილისში 1980-იან წლებში დაიწყო. ის მეათე სართულისა და მარჯანიშვილელების თაობაა, თუმცა ის ამ დაჯგუფებების წევრი არასდროს ყოფილა. მიუხედავად იმისა, რომ ამ ჯგუფების პარალელურად საქართველოში იმ პერიოდში მხოლოდ რამდენიმე ქალი ხელოვანი მუშაობდა, მათ გამოფენებში მონაწილეობის მისაღებად იშვიათად იწვევდნენ. ქეთი კაპანაძე ერთ-ერთი პირველი ფემინისტი ხელოვანია, რომელიც თავისი იდენტობის კვლევასა და დეფინიციას 1980-იანი წლების ბოლოსა და 1990-იანების დასაწყისში შესრულებული კონცეპტუალური ფოტოების სერიით შეეცადა. მისივე სიტყვებით “ობიექტებს აჩვენებ და შენ იკარგები, ინფორმაციას არ იძლევი და ამ დროს ფოტოებზე აღბეჭდილი ნივთებით ეუბნები ყველაფერს.”   ქეთი კაპანაძეს ხშირად აქვს გამოფენები გერმანიაში, სადაც ის Baumann Stiftung-ის დახმარებით 2000 წელს გადასახლდა. ის იყო Johannes Gutenberg University-ის (მაინცი, გერმანია) მიწვეული პროფესორი, მოგვიანებით 2020 და 2021 წლებში კი თავისუფალი უნივერსიტეტის, VAADS-ის სადიპლომო პროექტების ხელმძღვანელი.   ქეთი კაპანაძე ცხოვრობს და მუშაობს გერმანიასა და საქართველოში.   მარჯანიშვილის 7, თიბისი კონცეპტის სივრცე სამუშაო საათები :ორშაბათი-შაბათი: 10:00-20:00 გამოფენის ხანგრძლივობა:10.04-30.05.2024
ქეთი კაპანაძე: "საწამლავი წყვილისთვის"
7 K. Marjanishvili, Tbilisi
advertising
ინგლისური, რუსული, ქართული

აღწერა

ქეთი კაპანაძე
საწამლავი წყვილისთვის
გამოფენის გახსნა: 10 აპრილი, 18:00-21:00 საათი
კურატორი: ირინა პოპიაშვილი
 
თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ ქეთი კაპანაძის პერსონალურ გამოფენას “საწამლავი წყვილისთვის”. გამოფენის სათაური ეფუძნება ხელოვანის მიერ 1990 წელს შექმნილ ამავე სახელწოდების შავ-თეთრ ფოტოს, რომელზეც ორი ძველებური სუნამოს ბოთლია გამოსახული და აერთიანებს მისი შემოქმედების ადრეული პერიოდის რამდენიმე სერიას, რომლებიც საქართველოში პირველად იქნება ნაჩვენები და თიბისი კონცეპტის ორივე საგამოფენო სივრცეს დაიკავებს.

ფოტო და ვიდეო

ქეთი კაპანაძე:

ადგილი

თიბისი კონცეპტი
თიბისი კონცეპტი
7 K. Marjanishvili, Tbilisi
თიბისის განახლებული პერსონალური საბანკო მომსახურების მთავარი ინსპირაცია ადამიანები და მათი ინტერესებია. კონცეპტის მიზანია გაუმარტივოს ადამიანებს ცხოვრება, აქ, ახლა მისცეს მეტი დრო ახალი აღმოჩენებისთვის, მიზნებისა თუ გეგმების შესასრულებლად
ამ ადგილის ყველა ღონისძიება