ქეთევან სეფაშვილი (საქართველო/ავსტრია) ფორტეპიანო თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO
ქეთევან სეფაშვილი (საქართველო/ავსტრია) ფორტეპიანო

ქეთევან სეფაშვილი (საქართველო/ავსტრია) ფორტეპიანო

ქეთევან სეფაშვილმა - ფორტეპიანოს სწავლა ფალიაშვილის სახელობის მუსიკალურ სკოლა “ნიჭიერთა ათწლედში” 5 წლის ასაკში დაიწყო და შემდგომ განაგრძო თბილისის კონსერვატორიაში პროფესორ სვეტლანა კორსანტიას კლასში. დიდი ინსპირაცია იყო ქეთევან სეფაშვილისთვის შვეიცარიაში/Zürich Hochschule ში გატარებული წლები პროფესორ ჰანს- იურგ შტრუბთან ერთად. დამატებითი იმპულსები მიიღო ცნობილი პიანისტებისგან როგორებიც არიან: ვიქტორ დერევიანკო, ემანუელ კრასოვსკი, სონტრაუდ შპაიდელი, პნინა ზალცმანი და ალექსანდრე კორსანტია. ის საუკეთესო ქართველ მუსიკოსად იქნა აღიარებული 2001 წელს თბილისში გამართულ მე-2 საერთაშორისო საფორტეპიანო კონკურსზე. ქეთევანი გამოდიოდა ევროპის ცნობილ საფორტეპიანო ფესტივალებზე და დიდი წარმატება ხვდა წილად მის სადებიუტო გამოსვლას 2017 წელს ვენის მუზიკფერაინში. მიუხედავად პანდემიისა, მან განაგრძო აქტიური თანამშრომლობა მუსიკოსებთან: დიმიტრი აშკენაზი, ვერიკო ჭუმბურიძე, თამარ ჩიტაძე, სანდრო სიდამონიძე და თემო ხარშილაძე. ხშირად გვევლინება ჟიურის წევრად სხვადასხვა საერთაშორისო კონკურსებზე, ატარებს მასტერკლასებს და ეწევა აქტიურ საკონცერტო მოღვაწეობას, როგორც ევროპაში, ასევე მის ფარგლებს გარეთ.ქეთევან სეფაშვილის ალბომებს შორისაა: "Faust", "Fantasiebilder", "Undine", “Poetry of silence", “Verspiegelung” და მისი უახლესი სოლო ალბომი “Moments”, რომელთა სიღრმისეული შესრულების მანერა და ყოველი ნიუანსი წარუშლელ ემოციურ კვალს ტოვებს მსმენელზე, რაზეც არაერთი რეცენზია მოწმობს. ქეთევან სეფაშვილი უკრავს Fazioli ის საკონცერტო როიალზე.
ქეთევან სეფაშვილი (საქართველო/ავსტრია) ფორტეპიანო
8, Griboedov street, Tbilisi
advertising
ინგლისური, რუსული, ქართული

აღწერა

I

ი. ს. ბახი - პარტიტა Nr. 1, სი ბემოლ მაჟორი BWV 825
ნ. გაბუნია - საფორტეპიანო ციკლი “საბავშვო პიესები დიდებისთვის”
ლ. ვ. ბეთჰოვენი - სონატა თხზ. 27 Nr. 2 დო დიეზ მინორი “მთვარის სონატა”

II

ფ. შოპენი - 24 პრელუდია თხზ. 28

ფოტო და ვიდეო

ქეთევან სეფაშვილი (საქართველო/ავსტრია) ფორტეპიანო

ადგილი

თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია
თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია
8, Griboedov street, Tbilisi
ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია — საქართველოში პირველი უმაღლესი სამუსიკო სასწავლებელია. წლების მანძილზე იგი იყო ამიერკავკასიაში ევროპული ყაიდის ერთადერთი სამუსიკო სასწავლებელი. კონსერვატორიის დაბადების თარიღია 1917 წლის 1 მაისი. 1924 წელს მას მიენიჭა სახელმწიფო კონსერვატორიის სტატუსი, 1947 წლიდან იგი ქართველი მომღერლის - ვანო სარაჯიშვილის სახელს ატარებს.
ამ ადგილის ყველა ღონისძიება