ქეთევან ასათაშვილი ვარდ / ფორტეპიანო (საქართველო/დიდი ბრიტანეთი) თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO
ქეთევან ასათაშვილი ვარდ / ფორტეპიანო (საქართველო/დიდი ბრიტანეთი)

ქეთევან ასათაშვილი ვარდ / ფორტეპიანო (საქართველო/დიდი ბრიტანეთი)

ქეთევან ასათაშვილი ვარდ დაიბადა თბილისში (1987). 4 წლის ასაკში დაიწყო ფორტეპიანოზე დაკვრა დედის დახმარებით; 6 წლის ასაკში ჩაირიცხა ზ. ფალიაშვილის სახელობის ნიჭიერთა ათწლედში დამსახურებულ პედაგოგ დარეჯან (დოდო) ცინცაძის კლასში. ქეთევანის პირველი წარმატებული კონცერტები დაიწყო 6 წლის ასაკიდან, სისტემატურად მართავდა კონცერტებს როგორც სოლო ასევე სიმფონიურ ორკესტრებთან. იმავე წელს ქეთევანს მიენიჭა ლაურეატის წოდება საერთაშორისო კონკურსში პარიზში “Junes pianists”. ამ გამარჯვებას მოყვა მორიგი გამარჯვებები საერთაშორისო კონკურსებში და ფესტივალებში იტალია, საბერძნეთი, მოსკოვი, საქართველო… ქეთევანმა წარმატებით დაამთავრა ვ.სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატოტია პროფესორ სვეტლანა კორსანტიას კლასში. 2011 წელს მიენიჭა მასტერის ტოდება “Diploma of Outstanding Artist” 2019 წლიდან ქეთევანი მოღვაწეობს დიდ ბრიტანეთში, ლონდონში სადაც აქტიურ საკონცერტო მოღვაწეობას ეწევა. ქეთევანი დამაარსებელია ბრიტანულ-ქართული მუსიკის აკადემიის (ლონდონი) და აქტიურ პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწევა. სისტემატურად ეხმარება ქართველ ნიჭიერ მუსიკოსებს ინგლისში. კონცერტის დასაწყისი: 19:00
ქეთევან ასათაშვილი ვარდ / ფორტეპიანო (საქართველო/დიდი ბრიტანეთი)
8, Griboedov street, Tbilisi
advertising
ინგლისური, რუსული, ქართული

აღწერა

I

ბეთჰოვენი სონატა 17, თხზ. 31 III ნაწილი

შოპენი ფანტაზია-იმპრომპტუ, დო-დიეზ მინორი op.66

ლისტი პაგანინი ეტიუდი N3 ლა კამპანელა

ჰირომი “ტომი და ჯერის შოუ”

II

შოპენი პოლონეზი-ფანტაზია, თხზ. 61 ლა-ბემოლ მაჟორი.

შუბერტი ფანტაზია ფა მინორი (საფორტეპიანო დუეტი)

დვორჟაკი სლავური ცეკვები, თხზ.72 N2 (საფორტეპიანო დუეტი)

პიაცოლა “ლიბერტანგო” (საფორტეპიანო დუეტი)

კონცერტში მონაწილეობს სოფიო ოდიშარია

ფოტო და ვიდეო

ქეთევან ასათაშვილი ვარდ / ფორტეპიანო (საქართველო/დიდი ბრიტანეთი)

ადგილი

თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია
თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია
8, Griboedov street, Tbilisi
ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია — საქართველოში პირველი უმაღლესი სამუსიკო სასწავლებელია. წლების მანძილზე იგი იყო ამიერკავკასიაში ევროპული ყაიდის ერთადერთი სამუსიკო სასწავლებელი. კონსერვატორიის დაბადების თარიღია 1917 წლის 1 მაისი. 1924 წელს მას მიენიჭა სახელმწიფო კონსერვატორიის სტატუსი, 1947 წლიდან იგი ქართველი მომღერლის - ვანო სარაჯიშვილის სახელს ატარებს.
ამ ადგილის ყველა ღონისძიება