მენიუ
21 აპრილს, 20:00 საათზე - „ქართული შოუ“ თეატრში ბრუნდება!
განუმეორებელი „სუხიშვილების“ დიდი და პატარა თაობის წარმომადგენლები, ნამდვილ ცეცხლს დაანთებენ სცენაზე. მარიამ როინიშვილისა და „თეატრის“ ანსამბლის მიერ, ცოცხლად შესრულებული ქართული სიმღერები კი, ყველას აამღერებს.
„წისქვილი ჯგუფის“ ბრენდ შეფი გიმასპინძლებთ „თეატრისთვის“ შექმნილი განსაკუთრებული და საუცხოო კერძებით. თუ საუკეთესო ქართული ქორეოგრაფიული და მუსიკალური ნიმუშებით ტკბობა გსურთ, მაშინ ამის არაჩვეულებრივი შესაძლებლობა გაქვთ „თეატრში“.