მოგზაურობა ქართული კინოსა და მუსიკის სამყაროში ნიკოლოზ რაჭველთან, ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრთან და აღიარებულ სოლისტებთან ერთად.
მუსიკალური კონცეფციისა და ორიგინალური საორკესტრო ვერსიების ავტორი - ნიკოლოზ რაჭველი. სცენარის ავტორი და რეჟისორი - თეონა ჯორბენაძე. დამდგმელი მხატვარი - ვანო ჭელიძე.
დასაწყისი: 20:00
"ქართული კინომუსიკის შედევრები - მეხსიერების ბარათი #2"-უნიკალური სანოტო და ვიზუალური საარქივო მასალებით შექმნილი ეროვნული პროექტი. ლეგენდარული ქართველი კომპოზიტორებისა და რეჟისორების შემოქმედებითი მემკვიდრეობა ერთ მუსიკალურ წარმოდგენად.
ადგილი
თბილისის საკონცერტო დარბაზი
1 Melikishvili Street, Tbilisi
თბილისის საკონცერტო დარბაზი (თბილისის სახელმწიფო ფილარმონია) - საკონცერტო ორგანიზაცია, რომელიც მდებარეობს მერაბ კოსტავას ქუჩაზე, 36/1, საქართველოს დედაქალაქის ერთ-ერთი მთავარი ღირსშესანიშნაობა. ფილარმონიის სცენაზე იმართება უდიდესი კონცერტები და მნიშვნელოვანი კულტურული ღონისძიებები ადგილობრივი და უცხოელი შემსრულებლების მონაწილეობით. ფილარმონიის საკონცერტო დარბაზი აშენდა 1971 წელს არქიტექტორ ი. ჩხენკელის პროექტით. 21-ე საუკუნის დასაწყისში დარბაზი მთლიანად განახლდა. ფილარმონიის საკონცერტო დარბაზში არის მთავარი დარბაზი (2500 ადგილ) და პატარა დარბაზი (750 ადგილი). 2001 წელს ფილარმონიის შენობასთან მოეწყო „ვარსკვლავების ხეივანი“. დარბაზის წინ დგას მოქანდაკე მერაბ ბერძენიშვილის ბრინჯაოს ქანდაკება „მუზა“. 2014 წელს ფილარმონიას კომპოზიტორის ალექსი მაჭავარიანის სახელი მიენიჭა.