მენიუ
ეროვნულ გალერეაში ქანდაკების განახლებული გამოფენა გაიხსნება
დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეის მეორე სართულზე ქანდაკების გამოფენა იხსნება, რომელიც მოიცავს ნამუშევრებს როგორც ეროვნული მუზეუმის ახალშეძენილ ქანდაკებათა კოლექციიდან, ასევე ეროვნული მუზეუმის საქანდაკო ფონდებიდან.
ექსპოზიცია მცირე ფორმატში წარმოაჩენს ქართული მრგვალი ქანდაკების ძირითად ვიზუალურ მახასიათებლებს, მის 100 წლიან ისტორიას.
გამოფენის დათვალიერება 7 თებერვლიდან იქნება შესაძლებელი.