თუ ხარ 18-დან 25 წლამდე გოგო, და გაინტერესებს ტექნოლოგიები და მონაცემები, შენთვის ღონისძიებას ვგეგმავთ. Მოდი, შეიძინე ახალი უნარები, გაიცანი სფეროს ლიდერები, გაიჩინე ახალი კონტაქტები, მიიღე სახალისო, ინტერაქციულ თამაშში მონაწილეობა და მოიგე საჩუქრები!
11 თებერვალი მეცნიერ ქალთა და გოგონათა საერთაშორისო დღეა და გვსურს, აღვნიშნოთ ქალების როლი და მნიშვნელობა მეცნიერებაში, განსაკუთრებით კი - ტექნოლოგიებში.