სპეციალიზაცია Python დეველოპერი თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO | Yolo
სპეციალიზაცია Python დეველოპერი

სპეციალიზაცია Python დეველოპერი

სპეციალიზაცია Python დეველოპერი
Tbilisi, Georgia
ბილეთის ფასი
დან1180
ქართული

განრიგი

04.08.2026
სამშაბათი
19:00
1180
06.08.2026
ხუთშაბათი
19:00
1180

აღწერა

✅⚡ Python მარტივი, მოქნილი და ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული პროგრამირების ენაა, რომელიც გამოიყენება პროგრამირების პრაქტიკულად ყველა მიმართულებაში: თამაშებში, Web აპლიკაციების შექმნაში, მონაცემთა ანალიზისთვის, სისტემური ადმინისტრირების ავტომატიზაციისთვის, მანქანურ სწავლებაში, კიბერ უსაფრთხოებაში, შეღწევადობის ტესტირებაში, კრიპტოგრაფიაში და ასე შემდეგ.
კურსის განმავლობაში სტუდენტები იმუშავებენ, დაწერენ პროგრამებს და სხვადასხვა პრობლემის, ამოცანის პროგრამულ გადაწყვეტილებას. ისწავლიან რეალური ანალიტიკური ამოცანების ამოხსნას Python პროგრამირების ენის გამოყენებით, ტესტირებასა და გამოსწორებას (testing and debugging), კლასებთან მუშაობას, ალგორითმულ სირთულეებსა და მონაცემთა სტრუქტურებს. სტუდენტები ისწავლიან მონაცემთა მეცნიერებას, Windows ის ფორმებს, AI და ჭკვიანი სისტემების შექმნას, რაციონალური და ინტუიციური პროგრამების სიმულაციას, პარალელურ პროგრამირებასა და მუშაობას მონაცემთა ბაზებთან და მონაცემთა ანალიზი. Framework Django_სთან მუშაობას, სხვადასხვა სირთულის ვებ საიტებისა და აპლიკაციების შექმნას.
სპეციალიზაციის ბოლოს, მონაწილეებს ექნებათ შესასრულებელი ფინალური პროექტი, რომლის წარმატებით განხორციელების შემთხვევაში სამეცნიერო კიბერ უსაფრთხოების ასოციაციის სახელით გაიცემა სპეციალიზაციის სერტიფიკატი.
სპეციალიზაციის ფარგლებში მსმენელები დაეუფლებიან Python დეველოპერის პროფესიას და კურსის დამთავრებისთანავე დამოუკიდებლად შეძლებენ:
➡ საშუალო და რთული ამოცანების Python ზე გადაწყვეტილების შემუშავებას, პროგრამის დაწერას
➡ Python-ზე ალგორითმების წერას
➡ Back-end დეველოპერად მუშაობას
➡ მუშაობას Python დეველოპერის პოზიციაზე
➡ მონაცემთა ანალიზს
➡ მუშაობის დაწყებას ხელოვნურ ინტელექტთან
➡ მუშაობას მონაცემთა ბაზებთან Python – ის გამოყენებით
➡ დამოუკიდებლად ჭკვიანი სისტემებისა და პროგრამების აწყობას
➡ რაციონალურობის და ინტუიციის პროგრამულ სიმულაციას
➡ Desktop აპლიკაციების წერას
❗ სპეციალიზაციის გავლის შემდგომ მსმენელებს ექნებათ Netacad-ის პლატფორმაზე გამოცდის ჩაბარების და Python Institute-ს საერთაშორისო სერთიფიკატის აღების შესაძლებლობა.
საგნების ჩამონათვალი:
✅ პროგრამირება Python-ზე
✅ ალგორითმები Python - ზე
✅ ობიექტზე ორიენტირებული პროგრამირება Python
✅ AI და მანქანური სწავლება
✅ Python DJANGO პროგრამირება
✅ ფინალური პროექტი
👥 კურსის ლექტორები:
🔹 მაქსიმ იავიჩი - კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორი; კიბერ უსაფრთხოების მიმართულების ხელმძღვანელი; სამეცნიერო კიბერ უსაფრთხოების ასოციაციის (SCSA) პრეზიდენტი.
🔹 ირაკლი ფირცხალავა - სამეცნიერო კიბერ უსაფრთხოების ასოციაციის ლექტორი და Python-ის დეველოპერი.
🔹 ირაკლი გუგუნაშვილი - პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინერი გარემოს ეროვნული სააგენტო, Python დეველოპერი, კავკასიის უნივერსიტეტის ლექტორი.
🔹 დავით ხომასურიძე - საერთაშორისო პროექტ "Normativo"-ს Python Back-End დეველოპერი; ლექტორი.

📆 კურსის განრიგი:
კურსის დასაწყისი: 12/02/2026.
მეცადინეობა ჩატარდება ყოველ სამშაბათს და ხუთშაბათს 19:00 – 21:00 საათამდე.
⏳ სასწავლო სპეციალიზაციის ჯამური ხანგრძლივობა: 6 თვე
ჩატარების ტიპი: სამშაბათი - online და ხუთშაბათი - offline | online
💰 პროგრამის საფასური: 1180 ლარი
სპეციალიზაციის საფასურის გადახდა შესაძლებელია 2 ნაწილად

☎ კონტაქტები:
📞 (+995) 595 511 355
📞 (+995) 571 381 166
ელ-ფოსტა: info@scsa.ge
რეგისტრაცია:
https://scsa.ge/ka/python-specialization/

ფოტო და ვიდეო

სპეციალიზაცია Python დეველოპერი

ადგილი

Tbilisi
თბილისი — დედაქალაქი და მუნიციპალიტეტი საქართველოში; 1922–1936 წლებში ერთდროულად იყო ამიერკავკასიის სფსრ დედაქალაქი; მდებარეობს აღმოსავლეთ საქართველოში, თბილისის ქვაბულში, მდინარე მტკვრის ორივე სანაპიროზე, ზღვის დონიდან 380–600 მ სიმაღლეზე, ჩრდილოეთით ესაზღვრება საგურამოს ქედის სამხრეთი მთისწინეთი, აღმოსავლეთით — ივრის ზეგნის ჩრდილო-დასავლეთი მონაკვეთი, დასავლეთით და სამხრეთით კი — თრიალეთის ქედის განშტოებები. ქალაქს 502 კმ² ფართობი უჭირავს და 1.152 მილიონზე მეტი მცხოვრები ჰყავს. თბილისი კავკასიის რეგიონის მნიშვნელოვანი ინდუსტრიული, სოციალური და კულტურული ცენტრია და ბოლო დროს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სატრანსპორტო კვანძი ხდება გლობალური ენერგომატარებლებისა და სავაჭრო პროექტებისთვის. ქალაქი ისტორიული აბრეშუმის დიდი გზის ერთ-ერთ მარშრუტზე მდებარეობს და მნიშვნელოვანი სავაჭრო/სატრანზიტო ცენტრის პოზიცია უჭირავს რუსეთის ჩრდილო კავკასიას, თურქეთსა და ტრანსკავკასიის სომხეთისა და აზერბაიჯანის რესპუბლიკების გადაკვეთაზე სტრატეგიული მდებარეობით.
ამ ადგილის ყველა ღონისძიება