„ხუთი სანტიმეტრი წამში“ – ეს არის სიჩქარე, რომლითაც საკურის ფურცლები ცვივა.
სამი ისტორია პირველ სიყვარულზე, სილამაზესა და დაუნდობელ ყოველდღიურობაზე. ფილმი იმაზე, რომ მშვენიერი მომენტი ვერასდროს შეჩერდება, რადგან ყოველი მომენტის სილამაზე მის გარდამავალობაშია. არავითარი ფიცი ვერ შეაჩერებს საათის ისრებს – და არც დააჩქარებს მათ სვლას.
ფილმის სამი ნაწილი ამ დაუნდობელ კანონზეც არის კონცენტრირებული, ცხოვრების ტემპზე, რომელიც თითოეული ასაკისა და მდგომარეობისთვის განსხვავებულია.
ზოგიერთი პეიზაჟი და ყოველდღიური ცხოვრების სცენა რეალური იაპონური ადგილების ფოტოების მიხედვით შეიქმნა.
Asia Pacific Screen Awards – საუკეთესო სრულმეტრაჟიანი ანიმაციური ფილმი
Future Film Festival-ის მთავარი პრიზი