ფანჩლაინ თერაპია პაციენტების მიღებას აგრძელებს!
ირაკლი, ანასტასია და ონისე თავიანთ კაბინეტში ისევ მიიღებენ შფოთიანებს, კარიერაში გზააბნეულებს, ურთიერთობებში უიღბლოებს, სტაბილურად აგზნებულებს, უამბიციოებს, ნარცისებს, იოგა ინსტრუქტორებს და ყველას, ვისაც გადაუდებელი ფსიქოლოგიური დახმარება სჭირდება.
თუ მაგიდის ქვეშ ფეხს ვერ აჩერებ, თუ მოღრუბლული ამინდი ხასიათს გიფუჭებს, თუ ეძებ პასუხებს დიდ ან პატარა კითხვებზე – 27 სექტემბერს არაფერი დაგეგმო და ჩვენთან მოდი.
1 წლიანი იძულებითი შესვენების შემდეგ სტუმრებს ამირანის დიდ დარბაზში დაგელოდებით.
ხანგრძლივობა: 2 საათი.
გამხსნელი კომიკოსი: ანა სიხარულიძე.
შეხვედრამდე!