Punchline თერაპიის საახალწლო ჩაწერა თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO | Yolo
ღონისძიება უკვე ჩატარდა
Punchline თერაპიის საახალწლო ჩაწერა

Punchline თერაპიის საახალწლო ჩაწერა

Punchline თერაპიის საახალწლო ჩაწერა
36 Kostava St., Tbilisi
ბილეთის ფასი
დან15
advertising
ქართული

აღწერა

უპრეცედენტოდ უკუღმართი წელი სრულდება, თუმცა ღირსეულ გაცილებას არც მას დავზარდებით.

 

 19 დეკემბერს Punchline თერაპიის საახალწლო ჩაწერაზე გეპატიჟებით – მოდით და ერთად გადავხარშოთ პირადი თუ კოლექტიური ტრავმები, პასუხი მოვთხოვოთ შარშანდელ მეკვლეს და ზღურბლზე შემომდგარ ცეცხლოვან ცხენს ჩვენი მთავარი სურვილიც ჩავუთქვათ. 

 

ჩიჩილაკით და ფაიფურის ანგელოზებით, ჯინჯერის ორცხობილებით და გოზინაყით, თვალწასული ირმებიანი სვიტრებით და ბებოს ნაქსოვი შალის წინდებით - ირაკლი, ანასტასია და ონისე ამირანის დიდ დარბაზში დაგელოდებიან. 

 

 საახალწლო Punchline თერაპიის საღამოს გახსნიან სთენდაფ კომიკოსები: საბა ყაფლანიშვილი და მინდია არაბული.

 

აღნიშნულ ღონისძიებაზე ბილეთები არ ბრუნდება

ფოტო და ვიდეო

Punchline თერაპიის საახალწლო ჩაწერა

ადგილი