პაბლიკ-თოქი ალექსანდრ ფლორენსკი-თან: „LICHT GALLERY-ის კურატორული პრაქტიკა და არტისტებთან მუშაობა“
LICHT GALLERY-ის პროექტების მაგალითზე, კურატორი და არტისტი ალექსანდრ ფლორენსკი ისაუბრებს კურატორობის „შიდა პროცესებზე“ — როგორ ხდება არტისტების შერჩევა, რა კრიტერიუმები და ინტუიციური გადაწყვეტილებები განსაზღვრავს კურატორულ არჩევანს და როგორ ერთიანდება ინდივიდუალური ნამუშევრები სრულყოფილ ექსპოზიციად.
შეხვედრა საინტერესო იქნება არტისტებისთვის, კურატორებისთვის და ყველასთვის, ვისაც აინტერესებს ვიზუალური ხელოვნება და გამოფენების შექმნის პროცესები.
ლექციის ბოლოს გაიმართება კითხვა-პასუხის სესია.