16 აპრილს, 15:00 საათზე, დედაენის დღის ფარგლებში, მწერალთა სახლში გაიმართება საჯარო ლექცია − „ქართული ენის განვითარების ისტორია და თანამედროვეობა“.
ლექციას გაუძღვება მასწავლებლის ეროვნული პრემიის ლაურეატი, ფილოლოგი ნინო ჯალაღონია.
საგანმანათლებლო პროექტის ფარგლებში გაიმართება მოსწავლეთა თემატური ნამუშევრების გამოფენა.
პროექტის მიზანია მომავალ თაობაში მშობლიური ენის მნიშვნელობის გააზრება, ეროვნული თვითმყოფადობის განმტკიცება და ქართული ენის დაცვისა და განვითარების აუცილებლობის გაცნობიერება.