საჯარო ლექცია - ფასიანი ქაღალდების ბაზარი თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO | Yolo
ღონისძიება უკვე ჩატარდა
საჯარო ლექცია - ფასიანი ქაღალდების ბაზარი

საჯარო ლექცია - ფასიანი ქაღალდების ბაზარი

საჯარო ლექცია - ფასიანი ქაღალდების ბაზარი
Tbilisi, Georgia
ქართული

აღწერა

სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი აგრძელებს სტუდენტებისა და დაინტერესებული პირებისთვის აქტუალურ ეკონომიკურ-სამართლებრივ საკითხებზე სადისკუსიო სივრცის შექმნას.

16 აპრილს,19:00 საათზე, გაიმართება საჯარო ლექცია თემაზე: „ფასიანი ქაღალდების ბაზარი საქართველოში: გამოწვევები და პერსპექტივები“.

ლექცია ეხება კაპიტალის ბაზრის ტრანსფორმაციას, არსებულ ლიკვიდობის დეფიციტსა და იმ საკანონმდებლო ჩარჩოს, რომელიც ინვესტორთა დაცვას ისახავს მიზნად.

🖊️ლექციაზე განხილული იქნება შემდეგი საკითხები:

საქართველოს საფონდო ბირჟა და საბანკო სექტორის როლი;

აქციები და ობლიგაციები, როგორც დაფინანსების ალტერნატივა;

ფასიანი ქაღალდების განთავსების პროცედურა და ემისიის პროსპექტი;

საერთაშორისო ტენდენციების დანერგვა საქართველოში.

შეხვედრას გაუძღვება დავით მაისურაძე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, კომერციული და კორპორაციული სამართლის ცენტრის დირექტორი.

პროექტი ხორციელდება შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მხარდაჭერით.

ფოტო და ვიდეო

საჯარო ლექცია - ფასიანი ქაღალდების ბაზარი

ადგილი

Tbilisi
თბილისი — დედაქალაქი და მუნიციპალიტეტი საქართველოში; 1922–1936 წლებში ერთდროულად იყო ამიერკავკასიის სფსრ დედაქალაქი; მდებარეობს აღმოსავლეთ საქართველოში, თბილისის ქვაბულში, მდინარე მტკვრის ორივე სანაპიროზე, ზღვის დონიდან 380–600 მ სიმაღლეზე, ჩრდილოეთით ესაზღვრება საგურამოს ქედის სამხრეთი მთისწინეთი, აღმოსავლეთით — ივრის ზეგნის ჩრდილო-დასავლეთი მონაკვეთი, დასავლეთით და სამხრეთით კი — თრიალეთის ქედის განშტოებები. ქალაქს 502 კმ² ფართობი უჭირავს და 1.152 მილიონზე მეტი მცხოვრები ჰყავს. თბილისი კავკასიის რეგიონის მნიშვნელოვანი ინდუსტრიული, სოციალური და კულტურული ცენტრია და ბოლო დროს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სატრანსპორტო კვანძი ხდება გლობალური ენერგომატარებლებისა და სავაჭრო პროექტებისთვის. ქალაქი ისტორიული აბრეშუმის დიდი გზის ერთ-ერთ მარშრუტზე მდებარეობს და მნიშვნელოვანი სავაჭრო/სატრანზიტო ცენტრის პოზიცია უჭირავს რუსეთის ჩრდილო კავკასიას, თურქეთსა და ტრანსკავკასიის სომხეთისა და აზერბაიჯანის რესპუბლიკების გადაკვეთაზე სტრატეგიული მდებარეობით.
ამ ადგილის ყველა ღონისძიება