ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტური თვითმმართველობის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ორგანიზებით გიწვევთ საჯარო ლექციაზე - "ყალბი ინფორმაცია ისტორიაში და მისი გავლენა დღევანდელ საზოგადოებაზე".
გიფიქრია ოდესმე, რამდენად სანდოა ის ისტორია,რომელსაც ვსწავლობთ?!
შეიძლება თუ არა, რომ წარსულის არასწორმა ინტერპრეტაციამ დღევანდელი რეალობაც შეცვალოს?
თუ გაინტერესებს:
როგორ იქმნებოდა და ვრცელდებოდა ყალბი ინფორმაცია ისტორიაში
რა გავლენას ახდენს დეზინფორმაცია დღევანდელ საზოგადოებაზე
როგორ განვასხვაოთ ფაქტი და მანიპულაცია
მაშინ ეს პროექტი Შენთვისაა!
ლექციას წაიკითხავს თსუ-ს ლექტორი, მულტიმედია ცენტრის უფროსი სპეციალისტი ლიანა მარქარიანი,რომელიც გაგიზიარებთ,როგორც მეცნიერულ ხედვებს, ისე რეალურ ისტორიულ მაგალითებს და დაგეხმარებათ უკეთ გაიაზროთ დეზინფორმაციის გავლენა.
პროექტი ჩატარდება 3 აპრილს, 18:00 საათზე თსუ-ის I კორპუსის 321-ე აუდიტორიაში
ეს არის შენი შესაძლებლობა, რომ
გაიგო ისტორიის რეალური მხარე, განავითარო კრიტიკული აზროვნება და არ აღმოჩნდე ყალბი ინფორმაციის გავლენის ქვეშ![]()
გელოდებით ყველას,დასწრება თავისუფალია!![]()
საქართველოს უძველესი და უდიდესი უმაღლესი სასწავლებელი. დაარსდა 1918 წლის 8 თებერვალს [ძვ. სტ. 26 იანვარს], დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს, თბილისში, ძველი გიმნაზიის შენობაში. ამავე წლის 3 სექტემბერს ეწოდა — თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. ეს პირველი და ერთადერთი უნივერსიტეტი იყო იმ დროს მთელ კავკასიაში.