ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტური თვითმმართველობის კულტურის დეპარტამენტის ორგანიზებით გიწვევთ საჯარო ლექციაზე - „კრეატიულობა და შიშები: როგორ ვმართოთ შინაგანი კრიტიკოსი“.
რამდენჯერ დაგიგეგმავს რაღაც ახალი და ბოლო მომენტში საკუთარ თავთან გაჩერებულხარ?
ის ხმა, რომელიც გეუბნება „არ გამოგივა“ - მართლა შენი ხმაა?
თუ გინდა გაიგო:
რატომ გვიშლის ხელს შიში მაშინ, როცა ყველაზე მეტად გვინდა მოქმედება
როგორ გვზღუდავს შინაგანი კრიტიკოსი ყოველდღიურ ცხოვრებაში
როგორ დავიმორჩილოთ ეს ხმა და ვაქციოთ ის ჩვენს ძალად
მაშინ ეს ლექცია ნამდვილად არ უნდა გამოტოვო!
ფსიქოლოგი ნინი დგებუაძე, რომელიც გაგიზიარებთ პრაქტიკულ რჩევებსა და რეალურ მაგალითებს - იმას, რასაც რეალურად გამოიყენებ ყოველდღე.
2 აპრილი | 17:00
თსუ, I კორპუსი | აუდიტორია 214
ეს შენი შანსია, გადალახო შიშები და გააკეთო ის, რაზეც დიდი ხანია ფიქრობ.
მოდი და გამოცადე საკუთარი შესაძლებლობები - გელოდებით!![]()
საქართველოს უძველესი და უდიდესი უმაღლესი სასწავლებელი. დაარსდა 1918 წლის 8 თებერვალს [ძვ. სტ. 26 იანვარს], დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს, თბილისში, ძველი გიმნაზიის შენობაში. ამავე წლის 3 სექტემბერს ეწოდა — თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. ეს პირველი და ერთადერთი უნივერსიტეტი იყო იმ დროს მთელ კავკასიაში.