💡 24 ივნისს აზროვნების აკადემიაში გაიმართება ტრენინგი „ალტერბრიჯის" რექტორ, კომუნიკაციების ექსპერტ, ნათია გოცაძესთან თემაზე: „კომუნიკაციის ფსიქოლოგია: ინტერპერსონალური კომუნიკაცია".
👉კომუნიკაცია მხოლოდ საუბარი არ არის, იგი არის პროცესი, რომელიც განსაზღვრავს ჩვენს ურთიერთობებს, პროფესიულ გარემოს, თვითაღქმასა და სამყაროსთან კავშირს. ხშირად გვასწავლიან, როგორ ვილაპარაკოთ, თუმცა ნაკლებად როგორ მოვუსმინოთ, როგორ გავიგოთ სხვისი და როგორ გავაცნობიეროთ საკუთარი კომუნიკაციის სტილი.
ტრენინგის ფარგლებში ვისაუბრებთ ინტერპერსონალური კომუნიკაციის ფსიქოლოგიურ საფუძვლებზე, ადამიანურ ურთიერთობებში არსებულ ბარიერებზე, კომუნიკაციის გავლენაზე პიროვნულ და კარიერულ განვითარებაზე, ასევე იმაზე, თუ როგორ აისახება საკუთარი თავის მიმართ დამოკიდებულება სხვებთან ურთიერთობაზე.
ეს იქნება პრაქტიკულ და ფსიქოლოგიურ ხედვებზე დაფუძნებული სიღრმისეული შეხვედრა ყველასთვის, ვინც ინტერესდება კომუნიკაციით, ადამიანური ურთიერთობებითა და თვითგანვითარებით.
🍰 შეხვედრაზე დაგხვდებათ ფურშეტი და სასიამოვნო გარემო
შეხვედრის ხანგრძლივობა – 2-3 საათი.