ფსიქოანალიტიკური დიალოგები თბილისში თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO | Yolo
ფსიქოანალიტიკური დიალოგები თბილისში

ფსიქოანალიტიკური დიალოგები თბილისში

ფსიქოანალიტიკური დიალოგები თბილისში
Tbilisi, Georgia
ინგლისური, ქართული

განრიგი

01.05.2026
პარასკევი
12:00
02.05.2026
შაბათი
12:00

აღწერა

კონფერენცია განკუთვნილია კვალიფიციური ფსიქოანალიტიკოსებისათვის, კანდიდატებისა და ფსიქოდინამიური მიდგომით მომუშავე კლინიკოსებისათვის, აგრეთვე სტუდენტებისათვის, რომლებიც ფსიქოანალიზის შესწავლით არიან დაინტერესებულნი.
კონფერენციის ფარგლებში მოისმენთ ენდელ ტალვიკისა და იგორ კადიროვის ორ გამორჩეულ მოხსენებას (სათაურები მოგვიანებით გამოცხადდება). მოხსენებების დასრულების შემდეგ ავტორებს შორის დაიწყება დიალოგი, რომელიც ბუნებრივად გადაიზრდება აუდიტორიასთან აქტიურ და ჩართულ კომუნიკაციაში. ეს იქნება კონცეპტუალური განხილვისა და კლინიკური ნააზრევის გაცვლის უნიკალური შესაძლებლობა. კონფერენცია უზრუნველყოფს საკმარის სივრცეს როგორც კითხვებისა და დისკუსიისთვის, ისე მონაწილეთა არაფორმალური შეხვედრებისთვის.
კონფერენცია ნახევრად ხუმრობით დავასათაურეთ როგორც „გზა ‘East Lodge’-ისკენ“. თავისი ფორმითა და შინაარსით იგი მეტ-ნაკლებად იმეორებს West Lodge-ის ფორმატს, რომელიც სამი ათეული წლის წინ ჩამოყალიბდა ჩრდილო ლონდონის განაპირა უბანში, სახელწოდებით West Lodge, სამი მსოფლიოში აღიარებული კლაინიანელი ანალიტიკოსის — რონალდ ბრიტონის, ჯონ სტაინერისა და მაიკლ ფელდმანის — მიერ.
კონფერენციის სათაურში გაჟღერებული, ერთი შეხედვით გაუგებარი ტოპონიმი „East Lodge“ / "აღმოსავლეთის ლოჟა"გამოხატავს იმ იდეასა და მოლოდინს, რომ „აღმოსავლეთის ლოჟის“ მეშვეობით დაიწყოს გზის გაკვალვა და გადაიდგას პირველი ნაბიჯები კლინიკური და კონცეპტუალური ფსიქოანალიტიკური რეფლექსიის სივრცისკენ იმ რეგიონში, რომელსაც საკმაოდ პირობითად ვუწოდებთ „აღმოსავლეთ ევროპას“. 
დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე:

https://gppo.ge/en/psychoanalyticdialoguesintbilisi

ფოტო და ვიდეო

ფსიქოანალიტიკური დიალოგები თბილისში

ადგილი

Tbilisi
თბილისი — დედაქალაქი და მუნიციპალიტეტი საქართველოში; 1922–1936 წლებში ერთდროულად იყო ამიერკავკასიის სფსრ დედაქალაქი; მდებარეობს აღმოსავლეთ საქართველოში, თბილისის ქვაბულში, მდინარე მტკვრის ორივე სანაპიროზე, ზღვის დონიდან 380–600 მ სიმაღლეზე, ჩრდილოეთით ესაზღვრება საგურამოს ქედის სამხრეთი მთისწინეთი, აღმოსავლეთით — ივრის ზეგნის ჩრდილო-დასავლეთი მონაკვეთი, დასავლეთით და სამხრეთით კი — თრიალეთის ქედის განშტოებები. ქალაქს 502 კმ² ფართობი უჭირავს და 1.152 მილიონზე მეტი მცხოვრები ჰყავს. თბილისი კავკასიის რეგიონის მნიშვნელოვანი ინდუსტრიული, სოციალური და კულტურული ცენტრია და ბოლო დროს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სატრანსპორტო კვანძი ხდება გლობალური ენერგომატარებლებისა და სავაჭრო პროექტებისთვის. ქალაქი ისტორიული აბრეშუმის დიდი გზის ერთ-ერთ მარშრუტზე მდებარეობს და მნიშვნელოვანი სავაჭრო/სატრანზიტო ცენტრის პოზიცია უჭირავს რუსეთის ჩრდილო კავკასიას, თურქეთსა და ტრანსკავკასიის სომხეთისა და აზერბაიჯანის რესპუბლიკების გადაკვეთაზე სტრატეგიული მდებარეობით.
ამ ადგილის ყველა ღონისძიება