აღწერა
თანამედროვე ქართველი დრამატურგის, ბასა ჯანიკაშვილის პიესა - „მშვიდობით, თემურ!“ გროტესკითა და შავი იუმორით სავსე პიესაა, რომლის მთავარი პერსონაჟი ახალგაზრდა კაცი - თემურია, რომელმაც თავის მოკვლა გადაწყვიტა. პერსონაჟები, რომლებიც სპექტაკლში ეტაპობრივად შემოდიან, თემურის საქციელს უწონებენ და იმის ნაცვლად, რომ თავის მოკვლა გადააფიქრებინონ, პირიქით, თვითმკვლელობისკენ უბიძგებენ მას.