პეტრას გენიუშასი - ფორტეპიანო (ლიეტუვა)
ლიუდას მოცკუნასი - საქსოფონი (ლიეტუვა)
პროგრამაშია იპმროვიზაცია ცნობილი ლიეტუველი კომპოზიტორის
მიკალოიუს ჩურლიონისის (1875-1911) ნაწარმოებების მიხედვით.
პროექტი ეძღვნება კომპოზიტორის 150 წლისთავს.
კონცერტი იმართება ERASMUS + პროგრამის ფარგლებში
„ზღვა ტყეში“
2011 წელს ორმა ცნობილმა თანამედროვე ლიტველმა ხელოვანმა - პეტრას გენიუსასმა (კლასიკური ფორტეპიანო) და მრავალმხრივმა შემსრულებელმა და იმპროვიზატორმა ლიუდას მასკუნასმა (საქსოფონი) - გააერთიანეს პოლისტილისტური პროექტი „ზღვა ტყეში“, რომელიც მოიცავს ყველა დროის ერთ-ერთი უდიდესი ლიეტუელი კომპოზიტორისა და მხატვრის, მიკალოიუს კონსტანტინას ჩიურლიონისის (1875–1911) შემოქმედებას.
პროექტის პროგრამული სათაური აერთიანებს კომპოზიტორის სიმფონიურ პოემებს და მინიშნებას მასში არსებულ მუსიკალურ თუ მხატვრულ სიმბოლოებზე, რომელიც უხვადაა კომპოზიტორის შემოქმედებაში. . ორი მუსიკოსი, სხვადასხვა თაობისა და ჟანრის წარმომადგენელი, აერთიანებს და იყენებს ჩიურლიონისის მუსიკას, როგორც შთაგონების წყაროს, მოგზაურობენ, იძირებიან ინდივიდუალური გამოცდილებისა და სუბიექტური სტილისტური ინტერპრეტაციის „ზღვაში“.
ორი ვირტუოზის მუსიკალური დიალოგი ეფუძნება ჩიურლიონისის საფორტეპიანო ნაწარმოებების იმპროვიზაციას,რომელიც მოიცავს რომანტიული, იმპრესიონისტული, თანამედროვე კლასიკური მუსიკის, ჯაზისა და თავისუფალი იმპროვიზაციის ელემენტებს და ქმნის უწყვეტ მუსიკალური ენას. ის შეიძლება შევადაროთ მე-19, მე-20 და 21-ე საუკუნის მუსიკალური სტილების ლაბირინთს: ხეტიალს სტილის და დროის ლაბირინთში, საბოლოოდ ჩიურლიონისის და მუსიკის დახმარებით ისინი კვლავ პოულობენ ერთმანეთს!
პიანისტი პეტრას ჯინიუსასი ლიუტუელ კლასიკურ მუსიკოსებს შორის გამოირჩევა განსაკუთრებული მრავალმხრივობითა მრავალფეროვანი მუსიკალურ ინტერესებით, მისი საკონცერტო შემოქმედება გვამოგზაურებს - ინგლისელი ვირჯინიალისტებიდან დაწყებული, მსოფლიოს სხვადასხვა კუთხის ეთნიკური მუსიკის ავანგარდული, ჯაზური და ელექტრონული საცეკვაო რიტმებით გაჯერებულ სამყაროში. კლასიკური, რომანტიკული და თანამედროვე ფორტეპიანოსთვის განკუთვნილი ნაწარმოებების ფართო რეპერტუარის დაუფლების შემდეგ, ის მუდმივად მოთხოვნადია, როგორც სოლისტი ლიეტუის სიმფონიური და კამერული ორკესტრებისთვის და ამავე დროს წარმატებული კამერული მუსიკოსი, რომლიც თანამშრომლობდა ისეთ მუსიკოსებთნ როგორებიცაა: მსტისლავ როსტროპოვიჩი, იეჰუდი მენუჰინი, რაიმუნდას კატილიუსი, ალექსანდრე კნიაზევი, დავიდ გერინგასი, ვირგილიუს ნორეიკა და ვიტაუტას იუოზაპაიტისი და მრავალი.. ასევე აქტიურად მონაწილეობს ჯაზისა თუ ჟანრობრივ პროექტებში, სადაც გამოდის ლიუტველ ჯაზის ვარსკვლავებთან, ვლადიმერ ჩეკასინთან, პეტრას ვიშნიაუსკასთან და ვლადიმერ ტარასოვთან ერთად, ეს მდიდარი გამოცდილება ვირტუოზ პიანისტზე დიდ გავლენას ახდენს.
პეტრას ჯინიუსასმა კლასიკური განათლება ლიეტუის მუსიკისა და თეატრის აკადემიაში მიიღო, პროფესორ იურგის კარნავიჩიუსთან და მოსკოვის კონსერვატორიაში პროფესორ ვერა გორნოსტაევას კლასში, როგორც ლიეტუის მუსიკისა და თეატრის აკადემიის პროფესორი ის თავის ცოდნას პიანისტთა ახალგაზრდა თაობას უზიარებს, ატარებს მასტერკლასებს ევროპისა და აზიის ქვეყნებში.
მისი ფართომასშტაბიანი საკონცერტო საქმიანობისა და მხატვრული მიღწევების აღიარების ნიშნად, 1992 წელს მას მიენიჭა ლიეტუის ეროვნული ხელოვნებისა და კულტურის პრემია, ხოლო 2004 წელს - WIPO-ს შემოქმედებითი ჯილდო. 2011 წელს ლიეტუის კულტურის სამინისტრომ მას გადასცა მედალი „ატარეთ თქვენი სინათლე და რწმენა“.
ლიუდას მასკუნასი, (საქსოფონი) აქტიურად მოღვაწეობს ევროპულ ჯაზის სფეროში. მისი შემოქმედებითი ინტერესები ფოკუსირებულია იმპროვიზაციულ და ექსპერიმენტულ მუსიკაზე.2004 წელს ლიუდას მასკუნასმა და სტეფან პასბორგის ჯგუფმა Toxikum-მა მიიღო „დანიის მუსიკალური ჯილდო“. ალბომისთვის „ტოქსიკუმი“, მასკუნასმა ასევე მიიღო „ვილნიუსის ჯაზ-პრიზი“ (2006), „ბირსტონას ჯაზი“ (2008) და ლიტუის მუსიკოსთა კავშირის პრიზი „ოქროს დისკი“ (2008). და "ოქროს ჯვარი" საუკეთესო ლიტვური დრამატული თეატრის კომპოზიტორისთვის 2011 წ.იმპროვიზირებული და ავანგარდული მუსიკის გარდა მოსკუნასი ასრულებს თანამედროვე აკადემიურ მუსიკას, როგორც სოლისტი და კამერული ანსამბლის მუსიკოსი. მის რეპერტუარი მოიცავს ლიეტუელი და ევროპელი კომპოზიტორების ნაწარმოებებს. როგორც სოლისტი ის უკრავდა ლიეტუის ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრთან, მოსკუნასი ლიეტუის მუსიკალური აკადემიის დოცენტია და ასწავლის თავისუფალ იმპროვიზაციასა და ჯაზ-საქსოფონს. ის ლიეტუის ჯაზის ფედერაციის, ხმის ჩამწერი ლეიბლის „NoBusiness Records“ და ლიეტუის მუსიკალურ აკადემიაში იმპროვიზირებული მუსიკის პროგრამის ერთ-ერთი დამფუძნებელია.