Professional Boxing Matches and World Title Bouts თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO | Yolo
Professional Boxing Matches and World Title Bouts

Professional Boxing Matches and World Title Bouts

Professional Boxing Matches and World Title Bouts
15A, University Str., Tbilisi
ბილეთის ფასი
დან20 ₾
ინგლისური, რუსული, ქართული

განრიგი

23.10.2026
პარასკევი
17:00
20 ₾

აღწერა

საქართველოს პროფესიონალური კრივის კავშირი და Boxing Group Promotion საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით წარმოგიდგენთ პროფესიონალური კრივის მორიგ გრანდიოზულ შოუს.
შედგება გამორჩეულ ახალგაზრდა და გამოცდილ მოკრივეთა დაპირისპირებები საქართველოს სხვადასხვა ქალაქების კრივის კლუბებიდან - ევროპული დონის შოუ, ქართული სული და ნამდვილი კრივი!
დღის მთავარ ბრძოლაში გამორჩეული ქართველი პროფესიონალი მოკრივე, დაუმარცხებელი გიორგი გიგნიაშვილი WBF Intercontinental ჩემპიონის ვაკანტური ქამრისათვის 10 რაუნდიან საჩემპიონო ბრძოლაში გამოცდილ სამხრეთ აფრიკელ პრეტენდენტს ჯიფთ ბოლოს დაუპირისპირდება.
მორიგ 6 რაუნდიან მსოფლიო სარეიტინგო ბრძოლას გამართავს თანამედროვე ქართული ქალთა კრივის სახე, 2025 წლის საუკეთესო ქალი მოკრივე თეონა ფიროსმანაშვილი გამოცდილი ირანელი მებრძოლის ფატემ შოკოფანის წინააღმდეგ.
ვიხილავთ არაერთ ქართველ მოკრივეს მსოფლიო სარეიტინგო ბრძოლებში.
საკრივო შოუს შესახებ მასალები ექსკლუზიურად განთავსდება იუთუბის არხზე Boxing Georgia, ფეისბუქის გვერდებზე "კრივის სამყარო" და Boxing Group Promotion.
23 ოქტომბერს თბილისის ოლიმპიური სასახლის რინგზე (უნივერსიტეტის ქუჩა 15ა) ცეცხლი აინთება - უქომაგე დიდ ქართულ გამარჯვებებს!

ბრძოლების დასაწყისი 18:00 საათი, მთავარი ბრძოლები 21:00 საათიდან

ფოტო და ვიდეო

Professional Boxing Matches and World Title Bouts

ადგილი

ოლიმპიური სასახლე
ოლიმპიური სასახლე - არის დახურული სპორტული არენა, რომელიც მდებარეობს თბილისში. აშენდა 2015 წლის ევროპის ახალგაზრდული ზაფხულის ოლიმპიური ფესტივალის ერთ-ერთ ადგილად გამოსაყენებლად.
ამ ადგილის ყველა ღონისძიება