პროფესიული განათლება გერმანიაში — საინფორმაციო შეხვედრა
ძირითადად საუბარი იქნება ,,აუსბილდუნგის" საკითხებზე, აგრეთვე Au Pair-ისა და და სოციალ პროგრამების ირგვლივ.
უამრავი ქართველი ახალგაზრდა მიდის ამ პროგრამებით გერმანიაში ისე, რომ არ იციან როგორი გზაა გასავლელი სასურველი შედეგის მისაღწევად.ამ საინფორმაციო დანაკლისის შევსებას ჩვენ შევეცდებით.
დასწრება თავისუფალია!
პროფესიული განათლება გერმანიაში — საინფორმაციო შეხვედრა
2024 წლის 8 თებერვალს, 16:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში გაიმართება საინფორმაციო შეხვედრა თემაზე ,,პროფესიული განათლება გერმანიაში".
ფოტო და ვიდეო
ადგილი
საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა
7 L. Gudiashvili St., Tbilisi
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა არის საქართველოს ძირითადი სამეცნიერო ბიბლიოთეკა, რომელშიც დაცულია საქართველოს ბეჭდვითი გამოცემები, უცხო სახელმწიფოების სამეცნიერო და უნივერსალური ხასიათის უმნიშვნელოვანესი ბეჭდვითი გამოცემები და სხვა დოკუმენტები, ეროვნული ბიბლიოგრაფიის, ინფორმაციის, სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოების, ბიბლიოთეკების მეთოდური საქმიანობის და კულტურის ცენტრი, აგრეთვე ამ სამუშაოების კოორდინატორი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსთან ერთად. განსაკუთრებული სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გამო ეროვნული ბიბლიოთეკა ექვემდებარება საქართველოს პარლამენტს.