პროექტი "10 დღე ომის გარეშე" თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO
პროექტი

პროექტი "10 დღე ომის გარეშე"

პროექტი "10 დღე ომის გარეშე" მიზნად ისახავ უკრაინელი ბავშვების სააქართველოში მასპინძლობას, და უკვე მესამედ ტარდება. პროექტის ორგანიზატორია საზოგადოებრივი საქველმოქმედო ორგანიზაცია "SAUK2022".  ჩვენი მისამართია: მიხეილ ჯავახიშვილის, 8 https://maps.app.goo.gl/ov63NGs9gSVMgrPs9   
პროექტი "10 დღე ომის გარეშე"
Mikheil Javakhishvili (former Elbakidze), 8, Tbilisi
advertising
ინგლისური, ქართული

აღწერა

მოგესალმებით, მეგობრებო! ახალი წლის პირველ დღებში ასეთი კარგი ამბავი გვაქვს. 

4 იანვარს, 17:00 საათზე უკრაინულ სახლში განსაკუთრებული სტუმრები გვეყოლება - სკოლის მოსწავლეები ირპინიდან, რომელიც რუსული აგრესიის შედეგად ყველაზე მეტად დაზარალდა. ბავშვებს საქართველოში უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ოლექსანდრ შულჰა შეხვდება.

9-16 წლის ასაკის 26-მა ბავშვმა რუმინეთი, ბულგარეთი და თურქეთი ავტობუსით გამოიარეს, რომ საქართველოში ჩამოსულიყვნენ. უკრაინელმა სტუმრებმა უკვე მოინახულეს ბათუმი, რუსთავი და მცხეთა და დღეს თბილისის ჯერიც დადგა. უკრაინულ სახლში მათ ტკბილეული და საინტერესო გასართობი პროგრამა დახვდებათ.

ფოტო და ვიდეო

პროექტი

ადგილი

ქართულ-უკრაინული პლატფორმა (უკრაინული სახლი)
ქართულ-უკრაინული პლატფორმა (უკრაინული სახლი)
Mikheil Javakhishvili (former Elbakidze), 8, Tbilisi
არასამთავრობო ორგანიზაცია „ქართულ-უკრაინული პლატფორმა“, რომელიც მდებარეობს თბილისში, უკრაინის სახლში.
ამ ადგილის ყველა ღონისძიება