რეჟისორი სტას მალკოვი თავის გუნდს და ყველა დაინტერესებულ მაყურებელს წარუდგენს ფილმის საბოლოო ვერსიას.
ეკრანზე — მინიმალისტური, ნელი კინოს ესთეტიკაში შექმნილი ისტორია იმაზე, თუ როგორ აწყობს ქალი საკუთარ სახლს განშორების შემდეგ. მოკლე, გემოვნებიანი და გულწრფელი.
გადამღები ჯგუფი პროფესიონალი კინემატოგრაფისტებისგან შედგება — ექსპატებისგან, რომლებმაც გადაწყვიტეს გაერთიანება და ფილმის გადაღება თბილისში.
ჩვენების შემდეგ გაიმართება დისკუსია და თავისუფალი კომუნიკაცია. თუ კინოს სფეროში მუშაობთ ან დიდი ხანია გსურთ მასთან დაახლოება — ეს შესანიშნავი შანსია ახალი ნაცნობობების გასაჩენად.
გელოდებით!
