ჩიპოლინოს თავგადასავალი (სენაკის თეატრის გასტროლი) თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO
ჩიპოლინოს თავგადასავალი (სენაკის თეატრის გასტროლი)

ჩიპოლინოს თავგადასავალი (სენაკის თეატრის გასტროლი)

ჩიპოლინოს თავგადასავალი (სენაკის თეატრის გასტროლი)
17 Rustaveli avenue
ბილეთის ფასი
დან 10
advertising
ქართული

განრიგი

27.06.2025
პარასკევი
14:00
10 ₾ - 20
10 ₾ - 20
ვრცლად

აღწერა

ჯანი როდარი

 

მუსიკალური, კოსტიუმირებული ზღაპარი, ულამაზესი სიმღერებით , ცეკვებით და კომედიური დიალოგებით!

 

ინსცენირების ავტორი და დამდგმელი რეჟისორი-ვახტანგ ნიკოლავა

 

სცენოგრაფია და მხატვრობა - აივენგო ჭელიძე, ემილ გეგენავა, მალხაზ კორთხონჯია

 

კომპოზიტორი და სიმღერების ტექსტის ავტორი - კოტე მალანია

 

ქორეოგრაფი - გია მარღანია

 

კოსტიუმების მხატვარი-სოფი ჩალაშვილი

 

კოსტიუმების შემსრულებელი-მაკა კილასონია

 

ტექნიკური რეჟისორი - ლალი გაბელაია

 

შუქის მხატვარი - ლაშა ჟვანია

 

ხმის რეჟისორი - ხვიჩა ძველაია

 

მონაწილეობენ :

ირაკლი ადამია

ტარიელ ზურაბაშვილი

ლადო კოკაია

ზურაბ ზურაბაშვილი

ჯამბულ ჭანტურია

ლალი გაბელაია

ელგუჯა ნოდარიძე

ეკა კოღუა

თამარ აბშილავა- კობახიძე

გიორგი მურუსიძე

ზვიად ზურაბაშვილი

რაულ კიკალეიშვილი

დიანა თურქია

ამირან მალანია

ანასტასია ზუხბაია

 

ჩვენს ყველაზე პატარა მაყურებელს ელოდება მოგზაურობა ჯადოსნურ სამყაროში და დაუვიწყარი, შთამბეჭდავი თავგადასავლები „ჩიპოლინო“-ს ზღაპრის გმირებთან ერთად.

 

იტალიელმა მწერალმა ჯანი როდარიმ გამოიგონა ხილ-ბოსტნეულის გასაოცარი სამყარო, რომლის

მთავარი გმირი კეთილი და გულუბრყვილო ხახვი-ბიჭუნაა სახელად ჩიპოლინო. ჩიპოლინო და მისი

მეგობრები ებრძვიან ბოროტმოქმედ გმირებს, იმარჯვებენ და აკეთილშობილებენ ბოროტ გმირებს!

ეს ზღაპარი ასწავლის პატარა მაყურებლებს, რომ არასოდეს დაკარგონ იმედი, იყვნენ მამაცები,

ყოველთვის გაუწოდონ დახმარების ხელი იმათ, ვისაც თანადგომა სჭირდება და რომ, მეგობრებთან

ერთად ყველაფერი არის შესაძლებელი!

ზღაპარი არის შემეცნებითი ხასიათის. სპექტაკლში ასახული მოვლენები აძლევენ ბავშვებს საშუალებას განასხვაონ ბოროტება და სიკეთე, ისწავლონ მეგობრობა, ერთგულება და თუ როგორ არის შესაძლებელი გაუმკლავდე ყველა დაბრკოლებას რწმენით, იმედით და სიყვარულით!

 

სპექტაკლის ხანგრძლივობა: 1 საათი 15 წუთი

ასაკობრივი შეზღუდვა: 4+

ფოტო და ვიდეო

ჩიპოლინოს თავგადასავალი (სენაკის თეატრის გასტროლი)

ადგილი

რუსთაველის ეროვნული თეატრი
ქართული დრამის თეატრს შოთა რუსთაველის სახელი 1921 წლის 25 ნოემბერს ეწოდა, მაგრამ რუსთაველი თეატრის ისტორია ბევრად ადრე დაიწყო: ,,თეატრი დიდი რამ არის ჩვენისთანა დაცემული ხალხისთვის, მაგის მეტი ნაციონალობის ნიშან-წყალი ჯერჯერობით ჩვენ არ გვაქვს რა. ეგ ერთი ადგილია, სადაც ჩვენი ენა საჯაროდ ისმის და საჯაროდ მოქმედებს’’ – წერდა ილია ჭავჭავაძე. 1879 წელს ,,დრამატული კომიტეტის’’ წევრებმა, ილია ჭავჭავაძემ, აკაკი წერეთელმა, დიმიტრი ყიფიანმა, დავით ერისთავმა და ივანე მაჩაბელიმა მიიღეს წესდება, შეარჩიეს შენობა სასახლის მოედანზე და 1879 წლის 5 სექტემბერს, მათი დიდი ძალისხმევით, პირველი სეზონი გაიხსნა ბარბარე ჯორჯაძის კომედიით ,,რას ვეძებდი და რა ვჰპოვე’’ (რეჟისორი – გ. თუმანიშვილი). აღდგენილი ქართული თეატრისთვის ივანე მაჩაბელმა შექსპირის პიესები თარგმნა ხოლო დავით ერისთავმა ქართულად გადმოაკეთა სარდუს ,,ფლანდრია” – ,,სამშობლო” (1882 წ.). თეატრის ეროვნული სწრაფვა სწორედ ამ სპექტაკლში გამოიკვეთა. ლევან ხიმშიაშვილის როლის შემსრულებელი, ლადო მესხიშვილი ეროვნულ გმირად შერაცხეს. . .რობერტ სტურუას სპექტაკლებმა – “კავკასიური ცარცის წრე” და “რიჩარდი III” თეატრს მსოფლიო აღიარება მოუტანა. რუსთაველის თეატრს ტრიუმფალური გასტროლები ჰქონდა მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, მათ შორის – ინგლისში, გერმანიაში, საფრანგეთში, იტალიასა და შვეიცარიაში, მექსიკაში, ავსტრალიაში, ფინეთსა და ისლანდიაში. იგი ედინბურგის, ავინიონის, ათენის, ადელაიდას, რეიკიავიკის, იერუსალიმის ფესტივალების მონაწილეა.რობერტ სტურუა და მის მიერ დადგმული სპექტაკლები მრავალი ეროვნული თუ საერთაშორისო პრემიით და პრიზით დაჯილდოვდა. დღეს თეატრში ახალგაზრდა რეჟისორები და მსახიობები, უფროს თაობასთან ერთად, შემოქმედებით ძიებებს განაგრძობენ.
ამ ადგილის ყველა ღონისძიება