4 მარტს, 17:00 საათზე, წიგნის სივრცესა და კაფე „ეარში“ (ქიქოძის 10, სოლოლაკში) პოლონეთის ინსტიტუტი მცირე პრეზენტაციაზე გეპატიჟებათ.
ამ დღეს შეძლებთ მოუსმინოთ საუბრებს ვიტოლდ გომბროვიჩიისა და პოლონური ავანგარდის შესახებ, შეიძინოთ მისი ახალგამოცემული პიესა „ქორწინება“ და, მასთან ერთად, გომბროვიჩისავე „ფერდიდურკე“, რომელიც „მთარგმნელების გამომცემლობის“ ძალისხმევითა და პოლონური ინსტიტუტის ფინანსური მხარდაჭერით ითარგმნა და გამოიცა.
„ეარში“ ამ დღეს დაგხვდებათ ორივე ტექსტის მთარგმნელი ქეთი ქანთარია და პოლონური ინსტიტუტის წარმომადგენლები.
